მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 122 ნაჩვენებია მასალა: 71-80 |
გვერდები: « 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 12 13 » |
დალაგება:
თარიღით ·
სათაურით ·
რეიტინგით ·
კომენტარებით ·
ჩატვირთვებით ·
ნახვებით
| | საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს იორდანიაში გაემგზავრება. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს~ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. იორდანიაში პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით მიემგზავრება, სადაც იგი 15-17 მაისს დაგეგმილ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი იორდანიაში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვდრებსაც გამართავს. აღნიშნული ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად იმართება მასში სხვადასხვა სახელმწიფოების პირველი პირები, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
|
| | _ ექვს მაისს გვესროლეს ტყვიები, რომელთა გამოყენება აკრძალულია ყველა ნორმალურ ქვეყანაში. მიუხედავად მოწოდებისა, არ გვესროლოთო, პოლიციელები გვესროდნენ და გვაგინებდნენ. იქ მარტო პოლიცია არ ყოფილა, მაშინვე გაჩნდა სპეცრაზმი. ერთადერთი გია გაჩეჩილაძე ("უცნობი") გადახტა ღობეზე, რომელსაც ხელში ეწერა დაკავებული ბიჭების წერილი ეჭირა, რომლის გადაცემა სურდა პოლიციის ხელმძღვანელობისთვის. სამწუხაროდ, ის შენობას არც კი მიაკარეს და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, იქვე სასტიკად სცემეს. დაშავდა 17-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის ჟურნალისტები, ოპერატორები "სახელისუფლებო" არხებიდან, რომლებიც სისხლს იწმენდდნენ და ისე აგრძელებდნენ მუშაობას, _ უთხრა გაზეთ “გურიანიუსს” გაერთიანებული ალიანსის ჩოხატაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვახტანგ გაჩეჩილაძემ, რომელიც მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდა.
გურიის ხელისუფლება კი, მომხდარი ფაქტის შეფასებაში ერთსულოვანია: "ეს იყო პროვოკაცია ოპოზიციის მხრიდან, რომელსაც ხელისუფლება არ წამოეგო". გურიის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი აღნიშნულ მოვლენებს "ზღვარგადასულს" უწოდებს: _ ყველაფერს აქვს ჩარჩო და ამ ჩარჩოებს არაფერი არ უნდა გადასცდეს. ის, რაც თბილისში მოხდა 6 მაისს, იყო ზღვარგადასული. დიდი ხანია აქციები იმართება და ამისთვის არავის შეუშლია ხელი, მაგრამ როცა მიდიხარ და სახელმწიფო დაწესებულების ღობეზე ცდილობ გადასვლას, ეს მეტისმეტია. დაშავებული არიან როგორც მოქალაქეები, ასევე პოლიციელები. ამის აღნიშვნა არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კანონი იმისთვის არსებობს, რომ ყველამ დაიცვას, _ განუცხადა “გურიანიუსის’ ჟურნალისტს ჩიტაიშვილმა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ანტონ ხუნდაძემ აღნიშნულ საკითხზე გაზეთთან საუბარი არ ისურვა. გამგებელმა კი აღნიშნა, რომ ეს იყო მხოლოდ პროვოკაცია: _ ეს იყო ოპოზიციის მხრიდან დაწყებული პროვოკაცია, რომელსაც არ წამოეგო ხელისუფლება და შესაბამისად, ყველაფერი ზედმეტი გართულებების გარეშე დასრულდა, _ თქვა დოლიძემ. როგორც აღმოჩნდა, დოლიძის მოადგილე, დიმიტრი კორიფაძე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან განვითარებული მოვლენების შესახებ საქმის კურსში არ იყო: _ არ ვიცი, რა მოხდა და ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ. 7-ში მითხრეს ბიჭებმა რომ რაღაც მოხდა. როცა ეგ ხდებოდა, მეზობელთან ვიყავი და ფეხბურთს ვუყურებდი, _ გვითხრა კორიფაძემ და თან დაიფიცა, რომ სიმართლეს ამბობდა.
|
| | რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი მზად არის, აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოსკოვში შეხვდეს, თუ ამის სურვლს ამერიკული მხარე გამოთქვამს. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში ყოფნისას განაცხადა. პუტინის განმარტებით, მზად არის, ივლისის დასაწყისში მოსკოვში ჩასულ ობამას შესახვდეს, თუ ამგვარი სურვილი თავად ამერიკულმა მხარემ გამოთქვა და ვიზიტის „თუ ამერიკული მხარის მოთხოვნა იქნა, თუ ისე მოეწყობა, რომ მოსკოვში ვიქნები და ობამას თავისუფალი დრო ექნება, რატომაც არა? მე მას დიდი სიამოვნებით შევხდებოდი“, - განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე, რომლეზეც იაპონიასა და მონგოლეთში ვიზიტის შედეგები შეაჯამა. ამასთან ერთად, პუტინმა აღნიშნა, რომ ობამა რუსეთის პრეზიდენტის პარტნიორია, რუსეთში პრეზიდენტი კი ახლა დიმიტრი მედვედევია. ბარაკ ობამას ვიზიტი მოსკოვში ივლისის დასაწყისისთვის არის დაგეგმილი.
|
| | ამ წუთებში „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ელოდებიან „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერს ირაკლი ალასანიას. სავარაუდოდ, სწორედ ალასანიას მოსვლის შემდეგ გაიხსნება კოსტავას ქუჩა და საკნებსაც აიღებენ.
როგორც რესპუბლიკური პარტიის წევრმა დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმდებარე ტერიტორიის გახსნისა და საკნების აღების შესახებ გადაწყვეტილება ოპოზიციამ ერთობლივად მიიღო.
მისივე თქმით, დღეს გაიხსნება კოსტავას გამზირი. ამ დროისთვის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმდებარე ტერიტორია კვლავ გადაკეტილია. ასევე, მაუწყებლის ცენტრალურ შესასვლელთან სირცხვილის კორიდორია გაკეთებული. აღნიშნული აქცია დღეს 13.00. საათამდე გაგრძელდება.
|
| | აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის იენ კელის განცხადებით, ოფიციალურ ვაშინგტონს მიაჩნია, რომ ეუთოს დამკვირვებლებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მონიტორინგი უნდა განახორციელონ.
“ჩვენ მოვუწოდებთ რუსებს, იმოქმედონ მედვედევ-სარკოზის შეთანხმების მიხედვით, ვფიქრობთ, რომ რუსეთმა ეუთოს დამკვირვებლები სრულად უნდა დაუშვას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე”, - განაცხადა კელიმ.
მისი თქმით, აშშ-ს და საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიზანი კავკასიაში სტაბილურობის დამყარებაა და ამაში ეუთო მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ვენაში გამართულ ეუთოს სხდომაზე რუსეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა და საქართველოში ეუთის მისია მუშაობას 30 ივნისისთვის შეწყვეტს.
|
| | გია ყარყარაშვილის ოფისში მიმდინარე ოპოზიციის ლიდერების თათბირი დასრულდა. როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, დღეს გაიხსნება კოსტავას ქუჩა, რათა საზოგადოებამ კონფორტულად იმგზავროს, ხოლო საკნები განთავსდება ტელევიზიის შენობის ირგვლივ.
„მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ეკა ბესელიას განმარტებით, გზის გახსნა დღეს საღამოს მოხდება.
|
| | გერმანულ გამოცემა “შპიგელისთვის” მიცემულ ინტერვიუში პარტია “საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გიჟი უწოდა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვერ ხვდება, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში, - იუწყება “ინო პრესა.”
ზურაბიშვილის თქმით, 11 მაისს ოპოზიციის ლიდერებთან გამართული შეხვედრისას, სააკაშვილი მათ უმტკიცებდა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და მოსახლეობის 65 პროცენტი მას უჭერს მხარს.
ზურაბიშვილმა “შპიგელს” ისიც განუცხადა, რომ აშშ-ს “სააკაშვილისა და საქართველოს მხარდაჭერა ერთმანეთში ერევა” და ამიტომაც, ევროპამ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა, ზეწოლა მოახდინოს საქართველოს პრეზიდენტზე და მას რიგგარეშე არჩევნების ჩატარება აიძულოს. |
| | პარტია `საქართველოს გზის~ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას ელჩებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებს.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებამ ელჩებთან შეხვედრისას ის აღდგომის ღამეს ქალთა კოლონიასთან ბუნტის მოწყობაში დაანაშაულა.
როგორც დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელებთან შეხვედრამდე სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ინფორმაცია მას გუშინ ამერიკის ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფმა დაუდასტურა. გარდა ამისა, ზურაბიშვილის თქმით, ბრალდებები ისმოდა პრეზიდენტთან შევედრის დროსაც, სადაც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი „გრუს“ აგენტია, ხოლო ნინო ბურჯანაძეს რუსეთი აფინანსებს.
„ეს არის ტოტალიტარული სისტემის გამომხატველი. თუ ეს ჩემთან მიმართებაში ხდება, როგორც 30 წლის დიპლომატის, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, კანონმორჩილი პარტიის ლიდერისადმი, ცოტა ხანში ვერ წარმოიდგენთ, რა მოხდება“, _ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
| | დღეს, თბილისში ვიზიტით მყოფი აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს დელეგაცია საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ეკა ტყეშელაშვილს შეხვდა.
როგორც ეკა ტყეშელაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მან ამერიკულ დელეგაციეს გააცნო ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებზე.
მისივე თქმით, რუსეთს არ ერიდება, იყოს ოკუპანტი სახელმწიფო XXI საუკუნეში, რუსეთის ცდილობს, თავი წარმოაჩინოს დიდი იმპერიიალისტურ სახელმწიფოდ, რომლისაც ყველა უნდა ეშინოდეს. თუმცა, ტყეშელავშილი მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომით რუსეთს გაუჭირდება თანამედროვე მსოფლიოსთან ურთიერთობა.
დღესვე ამერილუკლი დელეგაცყ ია საქართველოს თავდაცვის მინისტრს დავით სიხარულიძის შეხვდა. მათ საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. “უსაფრთხოების ყველა კომპონენტი უნდა გაძლიერდეს და ამ კუთხით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა მსოფლიო თანამეგობრობასთან და ნატო-სთან”, - მიიჩნევს სიხარულიძე.
|
| | საქართველოს~ ორგანიზებით, ლოზუნგით _ „გაათავისუფლეს უკანონო პატიმრები“, `მოვითხოვთ ამნისტიას“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ მთავარი პროკურატურის შენობასთან აქცია გაიმართა.
„ჩვენ ვითხოვთ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ამნისტიის გამოცემას, რომლის უფლება აქვს პრეზიდენტს. პირველ რიგში, იმის გამო, რომ საქართველოს ციხეები არის გადატვირთული, ქვეყანაში არის ძალიან ბევრი პატიმარი, ასევე სამწუხაროდ არიან პოლიტპატიმრები. აქედან გამომდინარე, უნდა გამოიცეს ფართომასშტაბიანი ამნისტია და უნდა განიმუხტოს ქვეყანაში არსებული ვითარება“, _ განაცხადა პარტია მომავალი საქართველოს ლიდერმა გიორგი ლაღიძემ.
მისი მოსაზრებით, ამნისტიის გამოცემა განმუხტავს არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში და ეს არის აუცილებელი.
ლაღიძის თქმით, დღევანდელი აქცია არის გამაფრთხილებელი და თუ შედეგი არ გამოიღო, მომავალი კვირიდან ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია დაიწყება, რომელსაც პატიმართა დედებიც შეუერთდებიან.
„ამასთან, ჩვენი მოთხოვნაა უპირობოდ იყოს გათავისუფლებული ყველა პოლიტიკური პატიმარი. რატომღაც ოპოზიციური პარტიები ამ საკითხს არ აყენებენ ასე აქტუალურად. ჩვენდა სამარცხვინოდ ქვეყანაში არსებობენ პოლიტპატიმრები, რომლებიც ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს“, _ აღნიშნა გიორგი ლაღიძემ.
აქციაზე იმყოფებოდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა მიმართ სამართლიანობის ორგანიზაციის დაცვის თავმჯდომარე გელა ჩივაძე, რომელმაც ასევე გააპროტესტა ციხეებში არსებული მდგომარეობა და ამნისტია მოითხოვა.
|
|