მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 122 ნაჩვენებია მასალა: 91-100 |
გვერდები: « 1 2 ... 8 9 10 11 12 13 » |
დალაგება:
თარიღით ·
სათაურით ·
რეიტინგით ·
კომენტარებით ·
ჩატვირთვებით ·
ნახვებით
| | სილამაზის კონკურსები თბილისისთვის ძალზე მტკივნეული თემაა, ერთადერთი სილამაზის კონკურსი, რომელიც საქართველოში არ გაუპროტესტებიათ, “იმიჯ-ცენტრის” მიერ ორგანიზებული პირველი “მის საქართველო” იყო, სადაც ირინა ონაშვილმა გაიმარჯვა, , მას შემდეგ იყვნენ ნასამართლევი, გათხოვილი და ა.შ. მისები. “ფაქტნიუსი” ამჯერად “მის თბილისის” კონკურსის შესახებ გთავაზობთ ინფორმაციას.ბოლო “მის თბილისიც” რამდენიმე წლის წინ სკანდალებით დამთავრდა, 12 მაისს, 19 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის საბავშვო თეატრში კომპანია “ნიუ სთარი” სილამაზის კონკურსს ჩაატარებს. ამ კონკურსში განსხვავებული ის არის, რომ თბილისის ულამაზეს გოგონას 12-დან -წლამდე გოგონებიდან გამოავლენენ. იმავე დღეს 6-დან 12 წლამდე გოგონები “ბარბის” ტიტულისთვის იბრძოლებენ, ამავე ასაკობრივ ჯგუფში გამოავლენენ “მისტერ თბილისსაც”. კომპანია “ნიუ სთარი” ჩვენთვის იმითაც გახდა საინტერსო, რომ მასალის მომზადებისას, კომპანიის პრეზიდენტის, გიორგი ბარამაშვილის სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” მიმართ არსებული პრეტენზიებიც ამოტივტივდა. “ფაქტნიუსი”კონკურსის ორგანიზატორი კომპანიის პრესიდენტს, გიორგი ბარამაშვილს ესაუბრა.</P> |
| | ჰიპეტრიქოზი, ანუ ჭარბთმიანობა მანდილოსნებისთვის, განსაკუთრებით, 13-დან 30 წლამდე, ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. რა იწვევს ჭარბთმიანობას და არის თუ არა ეპილაცია ჭარბი თმის მოცილების საუკეთესო საშუალება? ამ და ქალბატონებისთვის სხვა საინტერესო თემებზე “ფაქტნიუსი” კლინიკა “ავერსის” ენდოკრინოლოგს, მაია რურუას ესაუბრა.
_ საშუალო ასაკის მანდილოსნების უმეტესობას ჭარბთმიანობა აწუხებს. ჰიპეტრიქოზის გამომწვევი მიზეზი რა არის?_ ჭარბთმიანობის ძირითადი მიზეზი ორგანიზმში ანდროგენების, ანუ მამაკაცური ჰორმონების მოჭარბებაა, თუმცა ჭარბთმიანობის მიზეზი ზოგჯერ შეიძლება, ჩიყვიც იყოს, თუმცა ეს უფრო ინდივიდუალურია._ ჰიპეტრიქოზის მიზეზი შესაძლოა, ჭარბი წონა იყოს?_ დიახ, თუმცა ამ დროს ორგანიზმში ერთგვარ გაუგებრობა ხდება: ჭარბმა წონამ შეიძლება, ჭარბთმიანობა გამოიწვიოს, ან პირიქით.
_ ჭარბთმიანობა თავს ზოგჯერ ფეხმძიმობისა და ხანშიშესულობაშიც იჩენს ხოლმე... _ ასაკოვან ქალებში ჭარბთმიანობა ხშირად ფიზიოლოგიურია, ანუ ამ დროს ორგანიზმში სხვადასხვა სახის დარღვევა მიმდინარეობს და გამომწვევი მიზეზიც სხვადასხვანაირია. ფეხმძიმეებში, თუ ზემოთქმული ორი მიზეზი გამოირიცხა, მაშინ ჭარბთმიანობა მედიკამენტოზურია. ნებისმიერმა მედიკამენტმა, რომელზეც ჩვეულებრივ ადამიანს რეაქცია არ აქვს, შესაძლოა, ფეხმძიმეს ჰიპეტრიქოზი განუვითაროს. _ არის შემთხვევები, როცა ბავშვი ჭარბთმიანი იბადება, ანუ ჰიპეტიქოზი მუცლადყოფნის დროს ვითარდება. ფეხმძიმობის დროს ამის დიაგნოსტიკა შესაძლებელია თუ არა და როგორ უნდა აიცილოს მშობელმა ეს პრობლემა?_ ეს ერთგვარი ანომალიაა და, მედიცინის მიღწევების მიუხედავად, ამის წინასწარ დიაგნოსტიკა და, შესაბამისად, თავიდან აცილებაც შეუძლებელია. ბავშვის დაბადების შემდეგ კი ჭარბთმიანობის მიზეზის დადგენა და მკურნალობა ჩვეულებრივ მოხდება.
_ ქალბატონო მაია, ჭარბი თმის მოცილების არაერთი საშუალება არსებობს _ კოსმეტიკური საშუალებები, მალამოები, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობით მაინც ეპილაცია სარგებლობს. რამდენად გამართლებულია ეპილაცია და რა არის თმის მოცილების საუკეთესო საშუალება?მიზეზს გააჩნია. თუ ჰიპეტრიქოზი განვითარებულია ორგანიზმიდან, აუცილებელია ენდოკრინოლოგის ან გინეკოლოგის, ზოგიერთ შემთხვევაში კი ქირურგის ჩარევაც. მკურნალობის პროცესი ხანგრძლიავია, ჭარბი თმა აღარ ამოდის, ამოსული კი ცვენას იწყებს. ასეთ დროს ეპილაცია ორგანიზმის სტიმულაციას გამოიწვევეს და ორჯერ მეტი თმა ამოვა.თუ გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჭარბთმიანობა მხოლოდ ფიზიოლოგიური პრობლემაა, დასაშვებია მისი კოსმეტიკური საშუალებით ან ეპილაციით მოცილება. |
| | ფარმაცევტულმა კომპანიამ _ “სახალხო აფთიაქი” მორიგი, ფარმა-მარკეტის ტიპის ფილიალი ზუგდიდში გახსნა. აფთიაქი კოსტავას ქ. 54 ნომერში მდებარეობს. თანამედროვე დიზაინი, ფართო ასორტიმენტი, კვალიფიციური პერსონალი ახალი აფთიაქის სავიზიტო ბარათია. იქ მისულ მომხმარებელს არა მხოლოდ მედიკამენტების, არამედ სამედიცინო დანიშნულების, ბავშის მოვლისა და პირადი ჰიგიენის საგნების დიდი არჩევანი დახვდებათ.კომპანია “სახალხო აფთიაქში” დანერგილი სტანდატების მიხედვით, ახალი აფთიაქის გახსნამდე კონკურსის წესით შერჩეულმა მომსახურე პერსონალმა “სახალხო აფთიაქის” სკოლაში სამთვიანი ტრენინგის კურსი გაიარა. აღსანიშნავია, რომ თითოეული მათგანი ადგილობრივი მოსახლეა. როგორც კომპანიის სხვა ფილიალები, ზუგდიდის აფთიაქი პენსიონერებს და სოციალური შეღავათებით მოსარგებლე მოსახლეობის გარკვეულ ფენებს ფასდაკლებებით მოემსახურება. ზუგდიდის აფთიაქი კომპანიის ქსელში რიგით 37–ეა. მიმდინარე წელს კომპანია 20–ზე მეტი ფილიალის და სამი ფარმა–მარკეტის გახსნას გეგმავს. |
| | როგორც რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა, ოპოზიცია 26 მაისს, ათასობით ქართველთან ერთად, სამოქალაქო აღლუმს ეროვნულ სტადიონზე გამართავს, შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს. გაჩეჩილაძის თქმით, საკნები ადგილს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლიან, როცა რუსთაველის გამზირზე ხალხი ჩაივლის. “ეს იქნება პასუხი იმისა, თუ რამდენნი ვართ, თუ როგორი საქართველო გვინდა და გვინდა თუ არა ნამდვილი ქართული სახელმწიფოს შენება.”- განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ. |
| | რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხს მამუკა კაციტაძემ მიმართა. კაციტაძის თქმით, ოპოზიცია დიალოგზე იმიტომ წავიდა, საზოგადოებას დაენახა, რომ მათ დიალოგი შეუძლიათ და ამის შემდეგ დაენახა პრეზიდენტის პოზიცია. “ის, რომ ქვეყანა არ არის კრიზისში, ის, რომ ქვეყანაში არის ყველაფერი კარგად იმის მაჩვენებელია, რომ ეს ადამიანი, ვინც ასე ფიქრობს, არ არაის ჯანსაღი,” _ განაცხადა “ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელმა, კაციტაძემ. მისი თქმით, ოპოზიცია რეგიონებში გასვლებს დაიწყებს და აქციები უფრო გამძაფრდება.“26 მაისს ეროვნულ სტადიონზე მოვა უამრავი ადამიანი და შემდეგ, მსვლელობით შემოუერთდებიან რუსთველზე სამოქალაქო აღლუმს. სტადიონზე სკამები დანომრილია და იქ მაინც დაინახავს ხელისუფლება, თუ რამდენი ხალხი იქნება. 26 მაისი _ ეს იქნება აღლუმი დამოუკიდებლობისა და დედაქალაქიდან გაძევებული პრეზიდენტის, ეს იქნება პირველი 26 მაისი სააკაშვილის გარეშე,” _ განაცხადა მამუკა კაციტაძემ. |
| | გუშინ, გაეროს გენერალურ ასამბლეაში არჩევნები შედგა, სადაც ადამიანთა უფლებების საკითხებში გაეროს საბჭოს შემადგენლობა უნდა განსაზღვრულიყო. “ვზგლიად.რუ”-ს ინფორმაციით, ამ საბჭოში აშშ პირველად იქნა არჩეული, ხოლო რუსეთი მეორე ვადითაც დარჩა. ინფორმაციის თანახმად, რუსეთმა 191 ხმიდან 146 დააგროვა, ამერიკამ _ 167 ხმა. შეგახსენებთ, რომ გენერალური ასამბლეის 2006 წლის 15 მარტის რეზოლუციის თანახმად, გაეროს საბჭო 47 წევრისაგან შედგება, რომელშიც რუსეთი მისი შექმნის მომენტიდან შედის და წევრობის პირველი ვადა 2009 წლის ივნისში ეწურება. |
| | საბჭოთა კავშირის პირველმა პრეზიდენტმა, მიხეილ გორბაჩიოვმა ახალი პარტიის ჩამოყალიბება გადაწყვიტა. “უახლოეს მომავალში ახალ სოციალურ-დემოკრატიულ პარტიას ჩამოვაყალიბებ”, _ განაცხადა გორბაჩიოვმა. მისივე თქმით, “სოციალ-დემოკრატიული პარტიის” შექმნის იდეა საზოგადოების მხარდაჭერას მოიპოვებს. საბჭოთა კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ პარტიის ძირითად პროგრამას ანტიკრიზისული ინიციატივა წარმოადგენს. “ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ასეთი პარტია რუსეთში საჭიროა,” _ განაცხადა გორბაჩიოვმა. აღსანიშნავია, რომ ექსპრეზიდენტმა არცთუ დიდი ხნის წინ გააკრიტიკა პარტია “ედინაია როსია” და აღნიშნა, რომ პარტია, პუტინის მეთაურობით, დიდი ხანია, პოლიტიკურ გიგანტად გადაიქცა. “დიახ, მე ვაკრიტიკებ “ედინაია როსიას”, რადგან ეს არის ბიუროკრატების პარტია. რაც შეეხბა ჩვენს პარლამენტს. ვფიქრობ, რომ ის ნამდვილად არ არის დამოუკიდებელი “, _ განაცხადა გორბაჩიოვმა. |
| | რუსეთის პრემიერ ვლადიმერ პუტინს დიდ სამამულო ომში გამარჯვების მისალოც წერილში, რომელიც კოლეგებს გაუგზავნა, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის პრემიერი ასლანბეკ ბულაცევი გამორჩა. ამის შესახებ „რეგნუმი“ იუწყება. პუტინის მილოცვა დსთ-ს წევრი ქვეყნების პრემიერებმა და სოხუმის მარიონეტული რეჟიმის პრემიერმა ალექსანდრე ანქვაბმა მიიღეს. „ჩვენი საერთო იდეალების ურყევობა და მათი დაცვისთვს მზაობა კიდევ ერთხელ დადასტურდა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების დროს“, - ნათქვამია პუტინის მიერ ანქვაბისთვის გაგზავნილ წერილში. მილოცვის წერილი არ მიუღია ასლანბეკ ბულაცევს, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრემიერად 2008 წლის ოქტომბერში დაინიშნა, მაგრამ მოვალეობის შესრულება დღემდე არ დაუწყია და მკურნალობს. „ამგვარად, პუტინის მიერ დაშვებულმა გამონაკლისმა აჩვენა, რომ ბულაცევი, ფაქტობრივად, გადაყენებულია“, - იუწყება „რეგნუმი“.
|
| | ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლოგისტიკის ექსპერტთა მუდმივმოქმედი ჯგუფი დღეს ქართველ და უცხოელ კოლეგებს შეხვდა და ლოგისტიკური უზრუნველყოფის მხარდაჭერის შესახებ პრეზენტაცია გამართა. კონფერენციაში მონაწილეობას ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან ერთად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პარტნიორი და ხმელთაშუაზღვის დიალოგის ქვეყნები იღებენ. უცხოელი ექსპერტები მათ კოლეგებთან ერთად, ლოგისტიკური უზრუნველყოფის საკითხებს განიხილავენ. კონფერენციის მსვლელობისას, სამხედროები ერთმანეთს სამუშაო გამოცდილებას გაუზიარებენ. ასევე, ყურადღება გამახვილდება ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციებზე, რომელიც ერაყში, ავღანეთსა და აფრიკის სხვადასხვა ქვეყნებში ლოგისტიკურ უზრუნველყოფას ითვალისწინებს. სამხედროები ნატო-ს ტრანსფორმაციის რეორგანიზაციაზეც იმსჯელებენ. ღონისძიებაში მონაწილეობას 21 ქვეყნის 36 წარმომადგენელი იღებს. ქართულ მხარეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ლოგისტიკის დეპარტამენტის ლოგისტიკური ოპერაციების სამმართველოს უფროსი, ვიცე- პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი და ნატო-ში საქართველოს სამხედრო წარმომადგენლის მოადგილე ლოგისტიკის დარგში, მაიორი ირაკლი ჭითანავა წარმოადგენენ. კონფერენცია თბილისში ოთხ დღეს გასტანს. იგი საქართველოში პირველად ტარდება.
|
| | სახალხო დამცველის ოფისი სოზარ სუბარის საგანგებო განცხადებას აქვეყნებს. “უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავ იმ განცხადების გამო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 11 მაისს, ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა”, _ აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში. სუბარი მიიჩნევს, რომ არც ერთ მოქალაქეს და, განსაკუთრებით საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც კონსტიტუციის დაცვის გარანტი უნდა იყოს, არა აქვს უფლება თავის პოლიტიკურ პარტნიორებთან თუ ოპონენტებთან შეთანხმებით თუ გარიგებით კანონის აღსრულებაზე მორატორიუმი გამოაცხადოს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო და ანტიკონსტიტუციური ქმედებაა და ქვეყნის პირველი პირისგან მომდინარე ამგვარი მორატორიუმები დამახასიათებელია მხოლოდ ავტორიტარული ქვეყნებისთვის, სადაც აღიარებულია, რომ კანონი თავად პირველი პირია. “საქართველოში არსებული მწვავე პრობლემების უპირველესი სათავე სწორედ ისაა, რომ კანონი არ კანონობს, არის შერჩევითი სამართალი და ხელისუფლება კანონის აღსრულებაზე მაშინ აცხადებს მორატორიუმს, როცა ეს საჭიროდ მიაჩნია. სწორედ ამიტომ ჩვეულებრივ ყოველდღიურობად იქცა მოქალაქეთა ცემა და წამება, მათი საკუთრების ხელყოფა, დაშინება და ა.შ.”, _ აღნიშნულია განცხადებაში. სუბარი ასევე მიიჩნევს, რომ სწორედ ამ დანაშაულებრივი მორატორიუმის მსხვერპლი გახდა ადამიანის უფლებები საქართველოში. სიტუაციის განმუხტვის მიზნით ხელისუფლება უკანონო მორატორიუმებს კი არ უნდა აცხადებდეს, არამედ უნდა დაისაჯოს ყველა, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ვინც არღვევდა ადამიანის უფლებებს და ამეტებდა უფლებამოსილებას. “დამნაშავეთა დაუსჯელობა იქნება ნათელი გზავნილი, რომ საქართველოში კვლავ არ იქნება კანონის უზენაესობა, კვლავ იარსებებს შერჩევითი სამართალი და ადამიანის უფლებების დარღვევა კვლავ იქნება წახალისებული”, _ აცხადებს სუბარი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 11 მაისს, ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დაპირისპირების განმუხტვის მიზნით, რადიკალურ ჯგუფებს საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს გადამეტებული პოლიტიკური ემოციების ნიადაგზე მომხდარი ყველა სამართალდარღვევის შემდგომ ძიებასა და სამართლებრივ დევნაზე მორატორიუმი შესთავაზა.
|
|