აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს დელეგაცია ეკა ტყეშელაშვილს შეხვდა
|
| 14.05.2009, 15:40 |
დღეს, თბილისში ვიზიტით მყოფი აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს დელეგაცია საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ეკა ტყეშელაშვილს შეხვდა.
როგორც ეკა ტყეშელაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მან ამერიკულ დელეგაციეს გააცნო ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებზე.
მისივე თქმით, რუსეთს არ ერიდება, იყოს ოკუპანტი სახელმწიფო XXI საუკუნეში, რუსეთის ცდილობს, თავი წარმოაჩინოს დიდი იმპერიიალისტურ სახელმწიფოდ, რომლისაც ყველა უნდა ეშინოდეს. თუმცა, ტყეშელავშილი მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომით რუსეთს გაუჭირდება თანამედროვე მსოფლიოსთან ურთიერთობა.
დღესვე ამერილუკლი დელეგაცყ ია საქართველოს თავდაცვის მინისტრს დავით სიხარულიძის შეხვდა. მათ საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. “უსაფრთხოების ყველა კომპონენტი უნდა გაძლიერდეს და ამ კუთხით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა მსოფლიო თანამეგობრობასთან და ნატო-სთან”, - მიიჩნევს სიხარულიძე.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 585 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|