მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 122 ნაჩვენებია მასალა: 81-90 |
გვერდები: « 1 2 ... 7 8 9 10 11 12 13 » |
დალაგება:
თარიღით ·
სათაურით ·
რეიტინგით ·
კომენტარებით ·
ჩატვირთვებით ·
ნახვებით
| | საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უკვე არაერთი განცხადება გააკეთა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ კანონდარღვევებზე.
საია კატეგორიულად ვგმობს უკანონო ძალადობის ყველა ფაქტს და მოითხოვს შესაბამის რეაგირებას სამართალდამცავი უწყებებისაგან. ამისდა მიუხედავად, როგორც ასოციაციაში აცხადებენ, საგამოძიებო ორგანოები იჩენდნენ გულგრილ დამოკიდებულებას კანონდარღვევის ფაქტებთან მიმართებაში.
საია ამჯერად ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მიერ 11 მაისს გაკეთებულ განცხადებას: „დაპირისპირების განმუხტვის მიზნით, მე შევთავაზე რადიკალურ ჯგუფებს მორატორიუმი საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს გადამეტებული პოლიტიკური ემოციების ნიადაგზე მომხდარი ყველა სამართალდარღვევის შემდგომ ძიებასა და სამართლებრივ დევნაზე.“
`ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალის, კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დაცვის გარანტის მიერ, მსგავსი განცხადებით, მის მიერ დადებული ფიცის საწინააღდეგოდ, ხდება დაუსჯელობის გარანტირება და უკანონო ქმედებათა პირდაპირი წახალისება.
პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით და კანონმდებლობის გვერდის ავლით მსგავსი მორატორიუმის გამოცხადება ეწინააღდეგება ქვეყნის კონსტიტუციას. საქართველოში მცხოვრები ყველა პირი - მათ შორის და უპირველეს ყოვლისა პრეზიდენტი - ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნებს.
დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში კანონის უზენაესობა გულისხმობს მმართველობას კანონმდებლობის შესაბამისად და არა ხელისუფალის მიერ პოლიტიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით კანონის გვერდის ავლით მოქმედებას.
მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, განუხრელად დაიცვას ქვეყნის უზენაესი კანონი და არ გადაუხვიოს მის მოთხოვნებს, ხოლო დაუსჯელობის გარანტირების ნაცვლად, უზრუნველყოს კანონის აღსრულება და შესაბამისი უწყებების მხრიდან ადეკვატური რეაგირება სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე~, _ აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია..
|
| | ოპოზიციის ლიდერთა საბოლოო გადაწყვეტილებით, კოსტავას ქუჩა ჯერ არ გაიხსნება. როგორც კოსტავას #67 მდებარე გია ყარყარაშვილის ოფისში თათბირის შემდეგ ირაკლი აკლასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოპოზიციის გადაწყვეტილება ხალხის ნებასთან უნდა იყოს თანხვედრაში. ლევან გაჩეჩილაძემ კი აღნიშნა, რომ საზოგადოების განწყობას ანგარიში უნდა გაუწიონ და ჯერ კოსტავა არ გაიხსნება. გოგა ხაინდრავმ კი აღნიშნა, რომ რასაც ხალხი ფიქრობს, იმას გააკეთებს ოპოზიციაც. აქციის მონაწილეთა ნაწილმა დღეს კოსტავას ქუჩის გახსნის გადაწყვეტილება გააპროტესტა. მათ ოპიზიციის ლიდერები შეხვდნენ, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კოსტავას ქუჩა ჯერ არ გაისხნება. დამატებითი დეტალები 17:00 საათზე საინფორმაციო მიტინგზე გახდება ცნობილი. კოსტავას ქუჩის გახსნის ინციატივა გუშინ “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა ირაკალი ალასანიამ წამოაყენა. დღის განმავლობაში გეკეთდებოდა განცხადებები, რომ გზა დღეს გაიხსნებოდა.
|
| | ზურაბ ნოღაიდელის “მოძრაობა სამართლიანი საქართველო” საარჩევნო ბარიერის 5-დან 2 პროცენტამდე დაწევას ითხოვს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, ამ გადაწყვეტილების აუცილებლობაზე მოძრაობა “ქრისტიანული საქართველოს” ლიდერმა ისაუბრა, რომელიც ზურაბ ნოღაიდელის პარტიას უერთდება.
“ქრისტიანულ საქართველოში” მიიჩნევენ, რომ ეს უზრუნველყოფს უფრო მეტი პოლიტიკური პარტიების ჩართვას პოლიტიკურ ცხოვრებაში, რათა თავიდან იყოს აცილებული მომავალში პროცესების ქუჩაში განვითარება.
ამას გარდა, “მოძრაობა სამართლიანი საქართველო” და “ქრისტიანული საქართველო” მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, საარჩევნო ადმინისტრაცია დაკომპლექტდეს პარტიული პარიტეტის დაცვით.
|
| | არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდენენ. სასტუმრო ქორთიარდ-მარიოტში” გამართული შეხვედრა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და საუბრის მთავარი თემა ოპოზიციის სამოქმედო გეგმა იყო.
დიპლომატიური კორპუსიის წარმომადგენლებმა ტაქტიკურ გეგმებთან დაკავშირებით ლიდერებისაგან ინფორმაცია მიიღეს და პროცესების მშვიდობიანი წარმართვის მიზნით ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყებაზე ისაუბრეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში დენის კიფმა განაცხადა, რომ პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა უნდა მოხდეს. სევე, მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ელჩებმა მოისმინეს ოპოზიციის განწყობა ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ.
კომენტარები გააკეთეს, აგრეთვე, ოპოზიციის ლიდერებმაც. როგორც “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ელჩების მხრიდან მხარდაჭერილია იდეა, რომ ხელისუფლებასთან დიალოგი გაგრძელდეს. ელჩები გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი გაგრძელდება, აქტიურად ჩაერთვებიან პროცესებში.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მან შეხვედრისას გაიხსენა ტელეკომპანია „იმედის“ მაგალითი. „ელჩების მხრიდან შეკითხვები იყო სტრატეგიასთან დაკავშირებით. მე გავიხსენე „იმედის“ მაგალითი, როდესაც საერთაშორისო გარანტიების მიუხედავად, ხელისუფლებამ გახსნილი „იმედი“ დახურა. ასევე შეხვედრაზე განვმარტე, თუ რატომ არის აუცილებელი მიხეილ სააკაშვილის გადადგომა“, _ განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ.
დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაში ოპოზიციის ლიდერებიდან მონაწილეობა მიიღო დავით უსუფაშვილმა, სალომე ზურაბიშვილმა, ნინო ბურჯანაძემ და ირაკლი ალასანიამ.
|
| |  „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, „საზოგადოებრიივი მაუწყებლის“ პიკეტირება გაგრძელდება.
როგორც ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კოსტავას ქუჩის გახსნის გადაწყვეტილება გუშინ იქნა მიღებული და ქუჩა უახლოეს პერიოდში გაიხსნება. თუმცა, მიუხედავად ამისა, პირველი არხნის შენობის პიკეტირება მაინც გაგრძელდება.
ალასანიას თქმით, ოპოზიციის ლიდერებში აზრთა სხვადასხვაობა არ არის. რაც შეეხება ოპოზიცის სამომავლო გეგმებს, ამის შესახებ გუშინ მიტინგზე უკვე ითქვა და პროცესები ახალი ტაქტიკით განვითარდება.
ამასთან, ალასანია აცხადებს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არ იცვლება. „არსებობს სხვა საკითხებიც, რომლებმაც ქვეყანა ამ გადაწყვეტილებამდე უნდა მოამზადოს. თუ გვინდა, რომ იყოს თავისუფალი არჩევნები, უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო. ამასთან, საჭიროა მედიასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, რეპრესიული მანქანების დემონტაჟი და ა.შ. სააკაშვილთან ხელმეორედ შეხვედრის შემთხვევაში კი, დელეგაციის შემადგენლობა კონსულტაციების შედეგად განისაზღვრება. პირადად მე მზად ვარ გავაგრძელო შეხვედრები, თუკი დავინახავ შესაძლებლობას, რომ შეხვედრებს კონკრეტული გადაწყვეტილებები მოჰყვება“, _ განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
|
| | საზოგადოებრვ მაუწყებელთან პიკეტირება უკვე დასრულდა. ოპოზიციის ინიციატივით, პირველი არხის პიკეტირება დღეს 09:00-დან 13:30 საათამდე გაგრძელდა. როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, პიკეტირება პირველ არხთან ხვალ, ისევ 09:00-13:00 საათამდე მოეწყობა. ამასთან, დღეისთვის კოსტავას ქუჩა უნდა გაიხსნას და საკნებს კოსტავას ქუჩიდან პირველი არხის შენობისკენ გადაიტანენ.
|
| | რუსეთი მზად არის, ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეების პასპორტებში „დაბადების ადგილიდან“ „საქართველო“ ამოშალოს რუსეთი მზად არის, ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეების პასპორტებში „დაბადების ადგილიდან“ „საქართველო“ ამოშალოს. ამის შესახებ სააგენტო „რეგნუმი“ იუწყება. ვრცლად იხილეთ სრულიადში. |
| | ადვოკატი სამართალდამცავებს ნუგზარ ოთანაძის წამებაში ადანაშაულებს მუხროვანის ინციდენტთან დაკავშირებით ძებნილი კობა ოთანაძის ძმის, ნუგზარ ოთანაძის ადვოკატი სამართალდამცავებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის წამებაში ადანაშაულებს. |
| | ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მას აქტიური მოქმედებების თავისი გეგმა აქვს “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მას აქტიური მოქმედებების თავისი გეგმა აქვს. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ დღეს ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა. ვრცლად იხილეთ სრულიადში. |
| | ბრიტანეთის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ტელეარხმა მიმართა მაყურებლებს წინადადებით აერჩიათ ყველა დროის ულამაზესი კინომსახობი ქალი. ბრიტანელებმაც არ დაიზარეს. ულამაზესი მსახიობების სია შემდეგია:.ხმათა უმრავლესობით ყველაზე ლამაზად ოდრი ჰეპბერნი აღიარეს და ძნელია შედავება, რადგან ოდრის დახვეწილობასთან და ბრწყინველებასთან კონკურენცია ყველასათვის რთულია. პლანეტის მეორე ლამაზმანად ბრიტანელებმა ანჯელინა ჯოლი, მესამე ადგილზე კი ლეგენდარული გრეის კელი, მონაკოს პრინცის რენიეს ავტოკატასტროფაში დაღუპული მეუღლე შეარჩიეს. მეოთხე ყველა დროის სექს-სიმბოლოდ აღიარებულმა მერლინ მონრომ დაიკავა, მეხუთე კი რეიტინგში იტალიელი სოფი ლორენია. შემდეგი ადგილები კი ასე გადანაწილდა: 6. კეტრინ ზეტა-ჯონსი, 7. ელიზაბეტ ტეილორი, 8. კირა ნაიტლი. 9. ჰოლი ბერი. 10. ბრიჯიტ ბარდო. 11.ჯულია რობერტსი. 12.ვივიენ ლი. 13 ნიკოლ კიდმანი. 14. კამერონ დიაზი. 15. დორის დეი. 16 სკარლეტ იოხანსონი. 17. შარლიზ ტერონი. 18 ჯენიფერ ენისტონი. 19 მიშელ პფაიფერი. 20. ლივ ტაილერი.მიუხედავად, იმისა, რომ ბრიტანელების არჩევანში ძირითადად ქერათმიანები დომინირებენ, პირველ ათეულში ქერა თმიანი მხოლოდ სამია. ის ფაქტი კი, რომ ოდრი ჰეპბერნმა უკან ჩამოიტოვა თანამედროვე ლამაზმანები ანჯელინა ჯოლი, კირა ნაიტლი და ჰოლი ბერი, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ დრო სილამაზეზე არ ბატონობს. |
|