გიორგი ლაღიძემ მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართა
|
| 14.05.2009, 15:39 |
საქართველოს~ ორგანიზებით, ლოზუნგით _ „გაათავისუფლეს უკანონო პატიმრები“, `მოვითხოვთ ამნისტიას“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ მთავარი პროკურატურის შენობასთან აქცია გაიმართა.
„ჩვენ ვითხოვთ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ამნისტიის გამოცემას, რომლის უფლება აქვს პრეზიდენტს. პირველ რიგში, იმის გამო, რომ საქართველოს ციხეები არის გადატვირთული, ქვეყანაში არის ძალიან ბევრი პატიმარი, ასევე სამწუხაროდ არიან პოლიტპატიმრები. აქედან გამომდინარე, უნდა გამოიცეს ფართომასშტაბიანი ამნისტია და უნდა განიმუხტოს ქვეყანაში არსებული ვითარება“, _ განაცხადა პარტია მომავალი საქართველოს ლიდერმა გიორგი ლაღიძემ.
მისი მოსაზრებით, ამნისტიის გამოცემა განმუხტავს არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში და ეს არის აუცილებელი.
ლაღიძის თქმით, დღევანდელი აქცია არის გამაფრთხილებელი და თუ შედეგი არ გამოიღო, მომავალი კვირიდან ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია დაიწყება, რომელსაც პატიმართა დედებიც შეუერთდებიან.
„ამასთან, ჩვენი მოთხოვნაა უპირობოდ იყოს გათავისუფლებული ყველა პოლიტიკური პატიმარი. რატომღაც ოპოზიციური პარტიები ამ საკითხს არ აყენებენ ასე აქტუალურად. ჩვენდა სამარცხვინოდ ქვეყანაში არსებობენ პოლიტპატიმრები, რომლებიც ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს“, _ აღნიშნა გიორგი ლაღიძემ.
აქციაზე იმყოფებოდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა მიმართ სამართლიანობის ორგანიზაციის დაცვის თავმჯდომარე გელა ჩივაძე, რომელმაც ასევე გააპროტესტა ციხეებში არსებული მდგომარეობა და ამნისტია მოითხოვა.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 566 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|