საზოგადოებრივ მაუწყებელთან ალასანიას ელოდებიან
|
| 14.05.2009, 15:48 |
ამ წუთებში „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ელოდებიან „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერს ირაკლი ალასანიას. სავარაუდოდ, სწორედ ალასანიას მოსვლის შემდეგ გაიხსნება კოსტავას ქუჩა და საკნებსაც აიღებენ.
როგორც რესპუბლიკური პარტიის წევრმა დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმდებარე ტერიტორიის გახსნისა და საკნების აღების შესახებ გადაწყვეტილება ოპოზიციამ ერთობლივად მიიღო.
მისივე თქმით, დღეს გაიხსნება კოსტავას გამზირი. ამ დროისთვის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმდებარე ტერიტორია კვლავ გადაკეტილია. ასევე, მაუწყებლის ცენტრალურ შესასვლელთან სირცხვილის კორიდორია გაკეთებული. აღნიშნული აქცია დღეს 13.00. საათამდე გაგრძელდება.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 589 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|