სამშაბათი, 07.04.2026, 09:56

მოგესალმები სტუმარო | RSS

მთავარი » ფაილები » News

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 122
ნაჩვენებია მასალა: 51-60
გვერდები: « 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 12 13 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ჩატვირთვებით · ნახვებით
ოპოზიცია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
ამის შესახებ ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინგზე განაცხადა. 
მისი თქმით, ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობისთვის გარანტია არა კონსტიტუცია, არამედ ხელისუფლებაა. “ჩვენ კი არ გვყავს ნორმალური ხელისუფლება და არც ამის გარანტია გვაქვს”, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ლიდერებს შორის არის სხვადასხვა მოსაზრებები, თუმცა მთავარ საკითხში, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის საკითხში, ოპოზიცია ერთიანი და მონოლითურია. 
რაც შეეხება 26 მაისის აღლუმს, სააკაშვილი აქ სამხედრო აღლუმს ვერ ჩაიბარებს, იმიტომ რომ ჯარს აყენებს შეურაცხყოფას და ცდილობს ყველაფერი ჯარს გადააბრალოს. როცა მთავარსარდალი ბრძოლის ველიდან გარბის, ჯარი ომს ვერ მოიგებს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ დაკავებული სამხედროები დღესაც უმაგალითო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არიან”, _ განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. 
მისი თქმით, განმუხურის ამბოხი რეალურად იმით იყო გამოწვეული, რომ განმუხურის ნაწილმა უარი თქვა სააკაშვილის დავალება შეესრულებინა.
“სააკაშვილმა მათ დაავალა, რომ ისინი პიკეტირების დროს გამოსულიყვნენ და მომხდარიყო დაპირისპირება ჩვენსა და ჯარს შორის. შემდეგ კი გაფორმდება ისე, თითქოს ჩვენ ნატო-ს წინააღმდეგ ვიყავით. ამის წინააღმდეგ წავიდა მუხროვანის ნაწილი და ამიტომ დაისაჯნენ ისინი. მოდით, თანადგომა გამოვუცხადოთ მათ”, _ განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა ტელეკომპანიების “რუსთავი 2”-სა და “იმედის” მიერ “პირველი არხის” შენობასთან მიმდინარე მოვლენების გაშუქების შესახებ.
მისი თქმით, ეს არის არა ჟურნალისტური სოლიდარობა, არამედ მიხეილ სააკაშვილის დავალება.
“რატომ არ გამოთქვეს ჟურნალისტური სოლიდარობა მაშინ, როდესაც “იმედი” დაარბიეს, “კავკასიის” ეთერი გათიშეს, ტელეკომპანია “202” დახურეს და კიდევ რამდენიმე თოქ-შოუ დახურეს, როდესაც ირაკლი იმნაიშვილი ცემეს და ქვეყნიდან გააგდეს”, _ განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.


 


ავტორი: bimbo null (0) null
“ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენლის მამუკა კაციტაძის განცხადებით, ოპოზიციამ გასვლითი მიტინგების ჩატარება გადაწყვიტა.
როგორც პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინგზე მამუკა კაციტაძემ განაცხადა, ხვალ, 15:00 საათზე, მიტინგი წერეთლის ძეგლთან ჩატარდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მათ შორის ბანკის კრედიტორებისთვის. მიტინგს ოპოზიციის ლიდერებიც დაესწრებიან.  
მამუკა კაციტაძემ პარლამენტის წინ 26 მაისამდე მოქმედების კონკრეტული გეგმა კიდევ ერთხელ წარმოადგინა.  
როგორც კაციტაძემ განაცხადა, 17 მაისს, 13:00 საათზე, ისნის მეტროსთან მიტინგი ჩატარდება, 15:00 საათზე კი ასეთივე მიტინგი ნაძალადევში, პლეხანოვის კლუბში ჩატარდება. ორშაბათს, 12:00 საათზე ოპოზიციის ლიდერები საზოგადოების წარმომადგენლებს ჭადრაკის სასახლესთან შეხვდებიან, ორშაბათს, 15:00 საათზე, მეტროსაგურ დელისთან “რუსთავი 2”-ის ოფისთან შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან შედგება, რის შემდეგაც მანიფესტაცია მოეწყობა მოდულის შენობისკენ. 19 მაისს, შეხვედრა 16:00 საათზე კანცელარიასთან შედგება ბანკის კრედიტორებთან. 20 მაისიდან ოპოზიციის ლიდერები რეგიონებში გასვლას გეგმავენ.
“ყველანი თბილისში რეგიონებიდან, ქუდზე კაცი, 26-ში დაგვითვლიან, რამდენი ვიქნებით”, _ განაცხადა მამუკა კაციტაძემ და აღნიშნა, რომ 23 და 24 მაისს თბილისში შეხვედრები გაიმართება გლდანში, სამგორში და დიღომში. 26-ში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ხალხი ერთად აპირებს ხელისუფლების გარეშე. 
მამუკა კაციტაძემ დავით ბაქრაძეს მოუწოდა, რომ დიალოგზე მხოლოდ მაშინ დაელაპარაკებიან, როცა ხელისუფლებიდან გაუშვებენ ლევან თარხნიშვილს, ლევან ყუბანეიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, ვანო მერაბიშვილს და მიხეილ სააკაშვილს.
“საკონსტიტუციო ცვლილებებზე მხოლოდ მას შემდეგ ვილაპარაკებთ, გაქვთ შანსი, რომ ბოდიში მოიხადოთ, თორმე 26 მაისს მოგახდევინებთ ბოდიშს”, _ განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

 


ავტორი: bimbo null (0) null

საღამოს ტელევიზორი რომ ჩავრთე, ზუსტად იმ კადრს უჩვენებდნენ, რომელზეც ჩანს, გია ღობეზე როგორ ხტება. ვიფიქრე, რაღაც ახალი კლიპი გადაუღიათ-მეთქი. ვერ წარმოვიდგენდი, თუ რეალობა იყო. იმ დროს ტელეფონის ზარის ხმაც გაისმა

ავტორი: ADMIN null (0) null
26 მაისი ესაა ჭეშმარიტად ეროვნული, დემოკრატიული დღე, რომელსაც ქართველი ხალხი აღნიშნავს და არა სახელისუფლო ელიტა.
ეს განცხადება პარლამენტის წინ აქციაზე მამუკა კაციტაძემ გააკეთა. მისი თქმით, 26 მაისი ქართველმა ხალხმა ერთობლივად და გამთლიანებულად უნდა აღნიშნოს და არა დეპუტატებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
“ეს არ უნდა იყოს მინისტრების და დეპუტატების აღლუმი. ესაა სახალხო დღესასწაული და უნდა აღინიშნოს ქართველ ხალხთან ერთად”, _ განაცხადა კაციტაძემ.
კაციტაძე ასევე ჟურნალისტების სოლიდარობას შეეხო. მისი განცხადებით, სად იყო სოლიდარობა მაშინ, როდესაც სპეცრაზმელებმა 6 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს თავში ტყვია გაარტყეს. ეს სოლიდარობა არის მხოლოდ ზემოდან ნაბრძანები”, _ განაცხადა კაციტაძემ.

ავტორი: bimbo null (0) null
“დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მისი პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზურაბ ავალიანი პოლიტიკური პატიმარია.
როგორც ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ზურაბ ავალიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული იმის გამო, თითქოს მას სახლში იარაღი აღმოუჩინეს. დღეს გამართულ სასამართლოზე კი მას ერთი თვით კიდევ გაუხანგრძლივეს პატიმრობა, რადგან გამოძიებამ ვერ შეძლო მისი საქმის გამორკვევა. ბურჯანაძის თქმით, ზურაბ ავალიანს ერთი თვე დაემატა იმისთვის, რომ გამოძიებამ სატელეფონო ჩანაწერების ბოლომდე გაშიფვრა ვერ მოასწრო.
ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ეს ხელისუფლება დემოკრატიულ ნაბიჯებს ვერასდროს ვერ გადადგამს და ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს და დღეს თუ არა, ხვალ მაინც უნდა დასრულდეს.

ავტორი: bimbo null (0) null
პარლამენტის წინ მიტინგი დასრულებულია.
ოპოზიციის ლიდერებმა რუსთაველის გამზირი დატოვეს. საპროტესტო აქცია ხვალ, 15:00 საათზე, წერეთლის გამზირზე, აკაკი წერეთლის ძეგლთან გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ოპოზიციის ლიდერების გარდა, ადგილობრივი მოსახლეობა და ბანკის კრედიტორები მიიღებენ. 
17:00 საათზე კი, პარლამენტის წინ, ტრადიციულად, ოპოზიციის საინფორმაციო მიტინგი განახლდება. 
დღევანდელი მიტინგის დასრულებამდე ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გია კობახიძემ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 26 მაისს სახალხო აღლუმში მონაწილეობას ირაკლი ოქრუაშვილიც გეგმავს.
“გუშინ ამის შესახებ განაცხადა ეკა ბესელიამ. ირაკლი ოქრუაშვილი 26-ში აქ იქნება. მე ასე გავიგე ეკა ბესელიას ნათქვამი”, _ განაცხადა გიორგი კობახიძემ.

ავტორი: bimbo null (0) null
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის განცხადებით, წმინდა თამარ მეფემ შუაგულ ევროპაში ფეხი დადგა.
სწორედ ასე შეაფასა საფრანგეთიდან დაბრუნებულმა უწმინდესმა პარიზში, თამარ მეფის სახელობის ტაძრის გახსნა და ამ მოვლენას ისტორიული უწოდა. 
“ჩვენ 14 მაისს, პარიზის გარეუბანში, ულამაზეს ადგილას გავხსენით წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართული ტაძარი. ტაძრის კურთხევას უამრავი ხალხი დაესწრო და მე გეტყვით, რომ ეს არის პირველი მართლმადიდებლური ტაძარი ევროპაში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში შევა და მოხდა ისტორიული მოვლენა _ წმინდა თამარ მეფემ თავისი ფეხი დადგა შუაგულ ევროპაში”, _ განაცხადა პატრიარქმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თბილისში დაახლოებით 20:00 საათისთვის ჩამოფრინდა ჩარტერული რეისით. მას აეროპორტში მრევლი და სასულიერო პირები დახვდნენ. აეროპორტიდან კი უწმინდესი წმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიემართება. რამდენადაც ჩვენ ვიცით, მას ტაძარში საკმაოდ ბევრი ადამიანი ელოდება და პატრიარქი მრევლს საფრანგეთში თავისი ვიზიტის შესახებ მოუყვება.

ავტორი: bimbo null (0) null
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე პროცესები ინვესტიციების შემოსვლას ხელს უშლის. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იორდანიის დედაქალაქ ამანიდან საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება, სადაც იგი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას. 
პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო კვირეების მანძილზე ქვეყანას სერიოზული ზიანი მიადგა და ნორმალურ განვითარებას უნდა დაუბრუნდეს.
“გადასახადები დამოკიდებულია სამუშაო ადგილებზე, სამუშაო ადგილები _ ინვესტიციებზე. როდესაც ასეთ პირობებში გამუდმებით გაისმის მუქარა, ჩვენ გადავკეტავთ გზას, გადავკეტავთ აეროპორტს და არავის შემოვუშვებთ, მე მინდა თითოეული ჩვენთაგანი დაფიქრდეს; რა ზარალი მოუტანა ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების განცხადებამ თითოეული საქართველოს მოქალაქის ჯიბეს, ჩვენი ოჯახების ბიუჯეტს, ჩვენს მომავალს. ვის ვუკეტავთ?! ვბრუნდებით იმ პერიოდში, როდესაც რკინიგზა გადავუკეტეთ რუსეთს და ყველაფერი აირია. ქვეყანა ჩაეფლო შიმშილში, უდენობაში, უგზოობაში. ეს ხომ არ არის ჩვენი მრავალი საუკუნის წინანდელი ამბავი. ეს ჩვენი უახლოესი ისტორიაა”, _ აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ფორუმის ფარგლებში მნიშვნელოვან ინვესტორებს ხვდებიან, რომელთაც ასობით მილიარდი აქვთ დასახარჯი, მაგრამ დახარჯავენ იქ, სადაც სტაბილური და ნორმალური გარემოა. 
ფორუმის ფარგლებში დღეს სააკაშვილი აღმოსავლეთის ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. კერძოდ, იორდანიის მეფეს, საუდის არაბეთის პრინცს ბინ საუდის, ეგვიპტის პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს და სხვა პირებს. 
ხვალ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პარალელურად G11-ის სამიტი გაიმართება, რომელზეც სიტყვით საქართველოს პრეზიდენტიც გამოვა.



ავტორი: bimbo null (0) null
რუსთაველის თეატრთან ოპოზიციის ახალგაზრდა აქტივისტებმა “სირცხვილის დერეფანი” გამართეს.
როგორც ცნობილია, თეატრში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე ნორვეგიის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართულ კონცერტზე იმყოფებოდა.
თეატრის შესასვლელთან მოძრაობა “9 აპრილისა” და მოძრაობა “7 ნოემბერი”-ს აქტივისტები იყვნენ შეკრებილები და პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ, თეატრთან ისმოდა შეძახილები “გადადექი, კურდღელო” და ა.შ.
“9 აპრილის” ერთ-ერთი ლიდერის დაჩი ცაგურიას განცხადებით, ხალხი, როცა 39-ე დღეა ქუჩაშია, არ შეიძლება ბარამიძე ასე დადიოდეს და ერთობოდეს, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ამხელა მანიფესტაციები იმართება.
ამ დროისთვის “სირცხვილის დერეფანი” დაიშალა. მომიტინგეების განცხადებით, მათ სანდო წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია მიიღეს, რომ გია ბარამიძემ შენობა უკანა გასასვლელიდან დატოვა.


 

ავტორი: bimbo null (0) null
პარლამენტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა.
 ლევან ლოლიაშვილს ძლიერი ტკივილები 11 მაისს ~საზოგადოებრივ მაუწყებელთან~ მომხდარი ინციდენტის შემდეგ აქვს. 11 მაისს იგი ~საკანში~ იმყოფებოდა, როდესაც ~საკანს~ ავტომობილი დაეჯახა. ლოლიაშვილს ტვინის მწვავე შერყევა და ხელის მოტეხილობა აქვს.
 პარლამენტთან გამოძახებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ლოლიაშვილს გაუკეთეს ტკივილგამაყუჩებლები, თუმცა, დაზარალებული საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.

 

ავტორი: bimbo null (0) null