საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს იორდანიაში გაემგზავრება. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს~ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. იორდანიაში პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით მიემგზავრება, სადაც იგი 15-17 მაისს დაგეგმილ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი იორდანიაში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვდრებსაც გამართავს. აღნიშნული ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად იმართება მასში სხვადასხვა სახელმწიფოების პირველი პირები, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
|