სამშაბათი, 07.04.2026, 19:49

მოგესალმები სტუმარო | RSS

მთავარი » ფაილები » News

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 122
ნაჩვენებია მასალა: 61-70
გვერდები: « 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 12 13 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ჩატვირთვებით · ნახვებით
სახალხო დამცველმა ქალთა ციხეში მომხდარი მოვლენების შესწავლის მასალები საქართველოს მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიას გადაუგზავნა და შესაბამისის რეაგირება სთხოვა.2009 წლის აპრილში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა რუსთავის #1 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მოინახულეს და ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს ქალთა და არასრულწლოვანთა #5 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2009 წლის 19 აპრილს ეტაპირებულ პატიმარ ქალებს. პატიმრები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცრაზმის მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე მიუთითებდნენ.რუსთავის #1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პატიმარ ქალებს სამედიცინო კონსულტაცია ჩაუტარეს წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათია“-ს ექიმებმა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პატიმართა ახსნა-განმარტებებიდან იკვეთება დანაშაულის ნიშნები, შესაბამისად, მან ახსნა-განმარტებები შესწავლისა და შემდგომი რეაგირებისათვის საქართველოს მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიას გაუგზავნა.
ავტორი: bimbo null (0) null
ხვალ, 15 მაისს, 14:00 საათზე, ედპ-ს ინიციატივით, სასტუმრო “ძველი თბილისის” საკონფერენციო დარბაზში (მის: ქეთევან წამებულის 27), საპარლამენტო უმცირესობის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება.
ავტორი: bimbo null (0) null
35 დღეა, თბილისი “საკნების ქალაქია”. საკნების ბინადრებმა ერთმანეთის გაცნობა კარგა ხნის წინ მოასწრეს. ასე რომ, ყველამ კარგად იცის, რომელ საკანში “სხედან” შევარდნაძის ხელისუფლების დროს რეპრესირებულნი, ამა თუ იმ პარტიის მხადამჭერები და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულები. ყველა საკანშია “დომინო” და “კარტი”. თითქმის ყველა საკანში ერთნაირი “ავეჯი” აქვთ _ 1-2 სკამი, ორ-ორი ახალთახალი ლეიბი და პლასტმასის ბოთლები.“ფაქტნიუსთან” საუბარისას საკნებში მცხოვრებთა ნაწილს არ სურს იმაზე ყურადღების გამახვილება, თუ ვინ ზრუნავს მათი კვების პრობლემაზე. რამდენიმე საკანში, რომლის წინაც პარტიული დროშები ფრიალებს, აღნიშნეს, რომ პარტიული შტაბებიდან მათთვის დღეში სამჯერ საკვებიც მიაქვთ და მინერალური წყალიც.“ერთი თვეა, ამ საკანში ვზივარ, კიდევ ერთი თვე ვიჯდები, ოღონდ მიშამ თავი დაგვანებოს, წავიდეს ბოდრუმში და მთავრობაც იქ წაიყვანოს”, _ განუცხადა “ფაქტნიუსს” ხანშიშესულმა “პატიმარმა”.

რაც შეეხება სასმელი წყლის პრობლემას. Pარლამენტის წინ, საკანში მყოფი ადამიანები პლასტმასის ბოთლებით ქაშვეთის ეკლესიის ეზოში ჩადიან და წყალი იქიდან მოაქვთ. თავისუფლების მოედანის “ტუსაღები” კი მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანთან” მდებარე ე.წ. ფანტანით სარგებლობენ.

პოლიტიკაზე საუბრის გარდა, საკანში მყოფნი მოსწრებულადაც ხუმრობენ. ერთ-ერთმა იხუმრა, რუსთაველზე ორ-ოთახიანი საკანი, თავისი “ავეჯით”, ერთი თვის წინ მივიღე და ეს მაშინ, როცა ამ ადგილას კვადრატული მეტრი ათასები ღირსო.

საკანში, რომელშიც ორი დეპუტატი _ გიორგი ცაგარეიშვილი და კარლო კოპალიანი ზის, ერთი ღამით 6^შვილის დედას დაეთმო. Dდეპუტატების საკანში რამდენიმე დღის წინ ქობულეთელი ქალი მივიდა. Eეს ქალბატონი ქარელის რაიონში იყო გათხოვილი და ოსი ეროვნების მეუღლე ჰყავდა. აგვისტოს ომის შემდეგ, ქმარი წავიდა და ცოლი და 6 შვილი მიატოვა. გიორგი ცაგარეიშვილმა ეს ქალბატონი ფონდ “იავნანასთან” დააკავშირა, რომელიც მრავალშვილიან ოჯახს დაჰპირდა, რომ ქარელის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ბინას უყიდის.

“ეს ქალბატონი აქ აღარ გამოჩენილა, დროებით, სანამ ბინას შეუძენდნენ, მის გადაყვანას დედათა მონასტერში აპირებდნენ,” _ განუცხადა “ფაქტნიუსს” გიორგი ცაგარეიშვილმა.

“საკნების ქალაქში” ყველაზე დიდი პრობლემა ნაგავია _ ბუნკერები გადავსებულია. საკნებში, სადაც “ცელოფანებია” ჩამოფარებული, სიცხის მომატებასთან ერთად, აუტანლად ცხელა.

რუსთაველის გამზირზე “ბიზნესიც” ჰყვავის _ წარმატებით მუშაობენ მზესუმზირის გამყიდველები. ამ ბიზნესმა საკნების ქალაქში აყვავება 9 აპრილის შემდეგ დაიწყო და დღემდე აღმავალი ტემპით მიდის.

ავტორი: bimbo null (0) null
უცხოური პრესა პრესიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და რადიკალური ოპოზიციის გუშინდელ შეხვედრაზე აქტიურად წერს. ორშაბათის მოლაპარაკება პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გადადგომას ითხოვდა, უშედეგოდ დასრულდა. ასე იწყებს სტატიას ”უოლ სთრით ჯორნალი”, რომლის აზრით, მოლაპარაკება მიზნად ერთთვიანი კრიზისის დასრულებას ისახავდა. მიხეილ სააკაშვილმა მიანიშნა, რომ მზადაა, ოპოზიციის წარმომადგენლებს მთავრობაში თანამდებობები მისცეს, თუმცა ოპოზიციის მოთხოვნაზე, გადამდგარიყო, უარი თქვა.გამოცემა აქციის მონაწილეთა რაოდენობაზეც ამახვილებს ყურადღებას. გაზეთის აზრით, აქციის მონაწილეთა რიცხვმა მას შემდეგ მოიმატა, რაც გასულ კვირას მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეთა რაოდენობამ 20 000 მიაღწია, როცა სხვა დღეებში რამდენიმე ათასი ადამიანი იკრიბებოდა. მხარეები უმნიშვნელო საკითხებზეც ვერ შეთანხმდნენ, _ ასე აფასებს “ნიუ იორკ თაიმსი” გუშინდელ მოლაპარაკებას. გაზეთი ხაზს უსვამს, რომ მოლაპარაკებაზე მიხეილ სააკაშვილი ერთთვიანი პროტესტისა და ერთკვირიანი დაძაბულობის შემდეგ დასთანხმდა, როცა პოლიციის სამმართველოსთან შეტაკება, ხოლო მუხროვანში ხანმოკლე ბუნტი მოხდა. ოპოზიცია აქციების შეწყვეტას არ აპირებს, პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ვადის ამოწურვამდე გადაგმომას არ აპირებს. მიხეილ სააკაშვილი სამ-საათიანი შეხვედრის პოზიტიურად წარმოჩენას შეეცადა და განაცხადა, რომ დიალოგის გაგრძელება სურს. მოლაპარაკებამ ჩიხი ვერ დასძლია, _ წერს “ფაინენშალ თაიმსი”, _ მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელობა და რეფორმების განხორციელებაში ჩართვა შესთავაზა.გამოცემა ყურადღებას ამახვილებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს, თუმცა პრეზიდენტთან ახალი მოლაპარაკების თარიღი არ დასახელებულა. ამასთან, გაზეთს ოპოზიციის წარმომადგენლების ციტატა მოჰყავს, რომ სააკაშვილისეული აღქმა სიტუაციის, ყველაფერი კარგად არისო, ოპოზიციის ხედვისგან განსხვავდება.”ფაინენშალ თაიმსის” აზრით, ამ დროს რუსთაველზე 5 000 მდე ადამიანი იყო შეკრებილი, რომელთაც რადიკალებმა განუცხადეს, რომ 9 აპრილს დაწყებული პროტესტი გაგრძელდება. ამასთან, გაზეთი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა მოლაპარაკებაზე წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა თავის მიმართვაში განაცხადა, რომ “საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია ფეთქებადსაშიშია”.
ავტორი: bimbo null (0) null
აი, ასე: სიტუაცია განიმუხტა. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებამ ჩათრევას ჩაყოლა არ ამჯობინა და 26 მაისს რუსთაველის გამზირზე აღლუმის ჩატარება გადაიფიქრა. შესაბამისად, ამ ეტაპზე დარბევის თემაც მოიხსნა დღის წესრიგიდან. ისე, იმის შესახებ, რომ 16 მაისს ხელისუფლება რუსთაველის დასუფთავებას აპირებდა, 13 მაისს, დღის პირველ ნახევარში „ფაქტნიუსს“ მმართველ გუნდთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა. „ფაქტნიუსმა“ ინფორმაციის გადამოწმება გადაწყვიტა და საღამოს, როცა პარლამენტის წინ ტრადიციული ბრიფინგი დაიწყო, „მოსალოდნელი დასუფთავების“ შესახებ ოპოზიციის ლიდერებს ზემოხსენებულ თემაზე გაესაუბრა. პირველად კომენტარი ლევან გაჩეჩილაძეს ვთხოვეთ. ამ დროს მომიტინგეებს სიტყვით ეკა ბესელია მიმართავდა. გაჩეჩილაძემ კითხვა მოისმინა თუ არა, „ფაქტნიუსის“ ჟურნალისტს განუცხადა, ერთი წუთითო, ეკა ბესელიას მიუახლოვდა და რაღაც უჩურჩულა. ქალბატონმა ეკამ საუბრის თემა ანაზდეულად შეცვალა და ხალხს აცნობა, ამ წუთებში მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ 16 მაისს ხელისუფლება აქციის დარბევას აპირებსო. ამის შემდეგ რაც მოხდა, ცნობილია: ტრიბუნასთან ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით მივიდნენ და განაცხადეს, რომ დარბევის არ ეშინიათ. არადა, წყაროს ინფორმაციით, ლაპარაკი დარბევაზე კი არა, დედაქალაქის მთავარი გამზირის დასუფთავება-გასუფთავებაზე იყო.

ისე, დარბევის თემა, 9 აპრილიდან მოყოლებული, საზოგადოების ყველა ფენაში აქტუალურია. ეს კი არადა, მაისის დასაწყისში კულუარებიდან ხმა გამოვიდა, რომ 7 მაისამდე რაღაც აუცილებლად მოხდებოდა და, მართლაც: 6 მაისს პოლიციის სამმმართველოსთან მომიტინგეები და პოლიცია ერთმანეთს ხელკეტებითა და ქვებით დაერია. სიტყვამ მოიტანა და, როგორც ინციდენტის ადგილას მყოფი ოპოზიციონერები პირად საუბრებში ამბობენ, ხალხს ტყვიებს პოლიციის შენობიდან კი არა, ახლო-მახლო მდებარე კორპუსების სახურავებიდან ესროდნენ. ინციდენტის მონაწილენი იმასაც ამბობენ, რომ ტყვიების „გახეთქვის“ შემდეგ თავზე ქვიშასავით მასა ეყრებოდათ...

ასე და ამგვარად: 16 მაისი, სავარაუდოდ, მშვიდობიანი იქნება, მაგრამ მაინც, რას ფიქრობენ ოპოზიციის ლიდერები რუსთაველის გამზირის შესაძლო დარბევა-დალაგებ-დასუფთავებაზე? თინა ხიდაშელი, „რესპუბლიკური პარტიისა“ და „ალიანსი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი: _ თუ ხელისუფლება დასუფთავებას და ნაგვის გატანას გადაწყვეტს, ამას მივესალმებით. ქალაქის მერი პოლიტიკური განცხადებებით კი არა, თავისი საქმით უნდა იყოს დაკავებული. არ მგონია, დასუფთავებაში სხვა რამ იგულისხმებოდეს, 9 აპრილის შემდეგ განვითარებული მოვლენები გვიქმნის განცდას, რომ ჩვენს დარბევას არ აპირებენ, რადგან საბოლოოდ, მიხვდნენ, ამას რა შედეგებიც მოჰყვება... თუ 26 მაისი სააკაშვილისთვის ასეთი მნიშვნელოვანია და სურს, რომ აღლუმიც ჩატარდეს, ამის შანსი აქვს, ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, თუ ადექვატური გახდება _ არჩევნებს დანიშნავს. შეიძლება, 26 მაისს სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყოს, დღეებზე არ ვკამათობთ, მაგრამ არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს. იყოს 26-ში პრეზიდენტი და აღლუმი ყველამ ერთად ჩავატაროთ!

ლევან გაჩეჩილაძე, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი: _ მერიის გეგმების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. მერიის თანამშრომლები დასუფთავებას აპირებენ თუ სპეცოპერაციას, არ ვიცი. მოვლენ?! დავხვდებით! პრობლემა არ არის. იმ ადამიანის აზრზე, რომლის აზრსაც, არც ვიზიარებ და არც ვენდობი, მოსაზრებას ვერ გამოვხატავ. რაც შეეხება 26 მაისს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩვენ აქ ვრჩებით!

ირაკლი ბათიაშვილი, „რესპუბლიკური პარტია“: ასეთი „დასუფთავების“ მომსწრე ვიყავი 12 აპრილს _ ზონდერ-ბრიგადები შემოგვესივნენ და დიდი ჩხუბი გვქონდა. გაანადგურეს აპარატურა, თუმცა მაშინ თავიანთი გეგმების სრულად შესრულების საშუალება არ მივეცით. ვიცი მაგათი დასუფთავება, სჯობს, რუსთაველის გამზირი ნაგვისგან მართლა გაწმინდონ.

ავტორი: bimbo null (0) null
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სალომე ზურაბიშვილს პასუხობს. პარლამენტის თავმჯდომარემ “საქართველოს გზის” ლიდერის ბრალდებები არასერიოზულად აღიქვა. “სალომე ზურაბიშვილმა ადრე თქვა, რომ ხელისუფლება მის კორუმპირებულობაში დადანაშაულებას და დაჭერას აპირებდა. როგორც ჩანს, მას ჩემი პირიდან უნდა გაიგოს, რომ აგენტად არ ვთვლით და არანაირი ღონისძიების გატარებას მის მიმართ არ ვაპირებთ. საუბრები ნამდვილად არასერიოზულად მეჩვენება და თუ მეტი პოლიტიკური კაპიტალი არ დარჩენიათ, რომ ასეთი ტიპის ჭორებით კვებონ საკუთარი მომხრეები, ძალიან ცუდის ნიშანია,” _ აღნიშნა ბაქრაძემ. შეგახსენებთ, დღეს “საქართველოს გზის” ლიდერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მას “გრუს” აგენტობა დასწამა და ქალთა კოლონიაში მომხდარი ბუნტის ორგანიზებაში დასდო ბრალი.
ავტორი: bimbo null (0) null
“დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მისთვის “პირველი არხის” შენობის წინ გამართული აქციის მთავარი მიზანი ტელევიზიის პიკეტირება და “სირცხვილის დერეფნის“ მოწყობა იყო. “ვწუხვარ, რომ დისკომფორტს ვუქმნით იქ მომუშავე ჟურნალისტებსა და ტექნიკურ პერსონალს, რომელთგანაც აბსოლუტური უმრავლესობა ნამდვილად ღირსეული ადამიანია, მაგრამ გარწმუნებთ, პრეზიდენტის თითის დაქნევა და მუქარის ტონით ლაპარაკი რომ არ ყოფილიყო, რომ ის თურმე ჟურნალისტებს დაიცავს, დღეს დილით პიკეტი ალბათ არ შედგებოდა”, _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და დასძინა, რომ ჟურნალისტების ღირსებაზე ლაპარაკი იმ ადამიანებისგან, რომლებმაც პრაქტიკულად სიკვდილის პირას მიიყვანეს ჟურნალისტიკა და დღემდე ცდილობენ, რომ თითქმის ყველა ჟურნალისტი საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარონ, უბრალოდ ცინიკურია. “ჩვენ არ ვაპირებთ ეს ცინიზმი მოვითმინოთ”, _ აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
ავტორი: bimbo null (0) null
ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების მოთხოვნით ხსნის. უნდა გახსნილიყო თუ არა კოსტავას ქუჩაზე მოძრაობა, ამის შესახებ ოპოზიცია თითქმის ერთი საათის მანძილზე გია ყარყარაშვილის ოფისში თათბირობდა.
ავტორი: bimbo null (0) null
პარლამენტის თავმჯდომარე ხელისუფლების არაადეკვატურობის შესახებ ოპოზიციის განცხადებებს პასუხობს. ბაქრაძე აღნიშნავს, რომ “შეთავაზებები არის არა იმიტომ, რომელიმე ოპოზიციური ლიდერი ამას ადეკვატურად ჩათვლის, თუ არაადეკვატურად. ჩვენი ხედვით, შეთავაზებები ემსახურება ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესებს, ამიტომ თუ ოპოზიცია ამ შეთავაზებას მიიღებს ძალიან კარგი იქნება. რაც შეეხება მათ შეფასებას, კარგი იქნება თუ დააკონკრეტებენ, რას გულისხმობენ ხელისუფლების არაადეკვატურობაში”. ეს განცხადება პარლამენტის სპიკერმა ჯონ ტეფტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. “საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, პოლიტიკოსებმა უნდა განიხილონ, როგორი იქნება საქართველოში ხელისუფლების განაწილების უკეთესი მოდელი. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა საზოგადოებამ უნდა თვქვას გადამწყვეტი სიტყვა. საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოში ხელისუფლების და კონსტიტუცის წარმომავლობა. ჩვენ ამას ვთავაზობთ საზოგადოებას და ოპოზიციას, “_ განმარტა ბაქრაძემ.
ავტორი: bimbo null (0) null
როგორც “ფაქტნიუსს” კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა, შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიციის ყველაზე რადიკალური წარმომადგენელი, “დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. წყაროს თქმითვე, ინიციატივა პრეზიდენტისგან მოდის. კითხვაზე, რისთვის სჭირდება პრეზიდენტს მეგობარყოფილთან ტეტ-ა-ტეტ საუბარი, წყარო ორჭოფულად პასუხობს, შესაძლოა, ხელშეუხებლობის გარანტიები მოითხოვოსო. წყაროს ინფორმაცია შესაძლოა, უტყუარია, მაგრამ ოპოზიციის დესპანებთან შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვერდიქტი გამოიტანა _ რადიკალებს ხუთ-პუნქტიანი ინიციატივა შესთავაზა, თუმცა ბურჯანაძეს პრეზიდენტის არ სჯერა და დაჟინებით ითხოვს პროტესტის გაგრძელებას. სამაგიეროდ, დიალოგში მიუღებელს ვერაფერს ხედავს “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი, ირაკლი ალასანია. ამ ფონზე, ბურჯანაძე ყველაზე რადიკალ და, შესაძლოა, ითქვას, საშიშ ფიგურად რჩება, მით უმეტეს, თუკი აქციებამდე აგორებულ იარაღისა და სხვა სკანდალსაც გავიხსენებთ.ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პრეზიდენტს ბურჯანაძესთან საუბარი, შესაძლოა, მართლაც სურს. სხვათა შორის, იყო დრო და არცთუ შორეულ წარსულში, როცა მიხეილ სააკაშვილი ბურჯანაძეს ფოლადის ქალს ეძახდა. ამ ეპითეტით პრეზიდენტმა დღევანდელი რადიკალი იმ დროს შეამკო, როცა ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო. ეს სპორტის სასახლეში, “ნაციონალების” ყრილობაზე მოხდა... გამოხდა ხანი და... ბურჯანაძე ჯერ “ნაციონალებს” გაემიჯნა, მერე _ მიხეილ სააკაშვილზე მიიტანა იერიში... ისე, თავის დროზე, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სააკაშვილი და ბურჯანაძე ერთმანეთს მტრად მოეკიდებოდნენ, თუმცა პოლიტიკაში მუდმივი მეგობრობა ხომ არ არსებობს...ერთი სიტყვით, “ფაქტნიუსმა” კონფიდენციალური წყაროს ინფორმაცია ბურჯანაძის პარტიის წევრთან, რომა კუსიანთან გადაამოწმა, თუმცა კუსიანმა ყველაფერი უარყო. “ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ პირდაპირ ეთერში შეხვდება,” _ განაცხადა კუსიანმა.ისე, რა ამის პასუხია და, ქართული ანდაზაა, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო...
ავტორი: bimbo null (0) null