გერმანულ გამოცემა “შპიგელისთვის” მიცემულ ინტერვიუში პარტია “საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გიჟი უწოდა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვერ ხვდება, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში, - იუწყება “ინო პრესა.”
ზურაბიშვილის თქმით, 11 მაისს ოპოზიციის ლიდერებთან გამართული შეხვედრისას, სააკაშვილი მათ უმტკიცებდა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და მოსახლეობის 65 პროცენტი მას უჭერს მხარს.
ზურაბიშვილმა “შპიგელს” ისიც განუცხადა, რომ აშშ-ს “სააკაშვილისა და საქართველოს მხარდაჭერა ერთმანეთში ერევა” და ამიტომაც, ევროპამ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა, ზეწოლა მოახდინოს საქართველოს პრეზიდენტზე და მას რიგგარეშე არჩევნების ჩატარება აიძულოს.
|