აშშ-ს საქართველოში ეუთოს მისიის გაუქმება მიზანშეუწონლად მიაჩნია
|
| 14.05.2009, 15:47 |
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის იენ კელის განცხადებით, ოფიციალურ ვაშინგტონს მიაჩნია, რომ ეუთოს დამკვირვებლებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მონიტორინგი უნდა განახორციელონ.
“ჩვენ მოვუწოდებთ რუსებს, იმოქმედონ მედვედევ-სარკოზის შეთანხმების მიხედვით, ვფიქრობთ, რომ რუსეთმა ეუთოს დამკვირვებლები სრულად უნდა დაუშვას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე”, - განაცხადა კელიმ.
მისი თქმით, აშშ-ს და საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიზანი კავკასიაში სტაბილურობის დამყარებაა და ამაში ეუთო მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ვენაში გამართულ ეუთოს სხდომაზე რუსეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა და საქართველოში ეუთის მისია მუშაობას 30 ივნისისთვის შეწყვეტს.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 590 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|