მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 122 ნაჩვენებია მასალა: 41-50 |
გვერდები: « 1 2 3 4 5 6 7 ... 12 13 » |
დალაგება:
თარიღით ·
სათაურით ·
რეიტინგით ·
კომენტარებით ·
ჩატვირთვებით ·
ნახვებით
| | საზოგადოებრივ მაუწყებელთან ოპოზიციის მიერ მოწყობილი ე.წ. სირცხვილის დერეფანი გრძელდება. რამდენიმე წუთის წინ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივიდა “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელი თინა ხიდაშელი, რომელიც ჟურნალისტებს ურჩევს, პროტესტი გამოხატონ, როცა შეურაცხყოფენ, სიტყვის თავისუფლებას უზღუდავენ, სიუჟეტებს უჭრიან და მაშინ ასეთი სირცხვილის კორიდორების მოწყობა საჭირო აღარ იქნებოდა. რაც შეეხება კოსტავას ქუჩის გახსნას, თინა ხიდაშელი, როგორც ოპოზიციის სხვა ლიდერები, აცხადებს, რომ ეს იყო ოპოზიციის ერთობლივი გადაწყვეტილება. “გზა გაიხსნა, რათა გზის ჩაკეტვამ თავისი ფუნქციები უკვე შეასრულა, დისკომფორტი შეუქმნა მერიას. შესაბამისად, ყველა აქციას აქვს დასაწყისი და დასასრული”, _ აღნიშნა თინა ხიდაშელმა. ამასთან, “რუსთავი 2”-მა, “იმედმა” და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პიკეტირების გაშუქებაზე დღეიდან უარი თქვა.
|
| | საზოგადოებრივ მაუწყებელთან ოპოზიციის აქცია დასრულდა. საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაკეთებული განცხადებები, ძირითადად, ტელეკომპანიებს “იმედის”, “რუსთავი 2”-ის და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას ეხებოდა, რომლებმაც პირველ არხთან მიმდინარე აქციების გაშუქებაზე უარი თქვეს. ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც აქციაზე იმყოფებოდნენ, ჟურნალისტებს მოუწოდებდნენ, გამოხატონ პროტესტი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გამო. ოპოზიციის ლიდერებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს და მოუწოდეს შეკრებილებს, პარლამენტის შენობის წინ 17.00 საათზე შეიკრიბონ.
|
| | კოსტავას ქუჩა დღეს დილიდან გაიხსნა და მოძრაობა თავისუფალია. საკნები გზის სავალი ნაწილიდან უკვე აიღეს და ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოში, უშუალოდ კიბეებთან არის განლაგებული. მაუწყებელთან პიკეტირება გრძელდება. იქ იმყოფებიან აქციის მონაწილეები, აგრეთვე, სალომე ზურაბიშვილი და ნინო ბურჯანაძე. ამასთნა, აქციის მონაწილეები კოსტავას ქუჩის გაიხსნას აპროტესტებენ და გადაწყვეტილება არასწორად მიაჩნიათ. საზოგადოებრივ მაუწყებელთან მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
|
| | ლონდონის კვლევით ცენტრ ~ჩეთემ ჰაუზის~ წინ ლონდონში მცხოვრებმა ქართველებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია სწორედ იმ დროს მიმდინარეობდა, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ცენტრში ბრიტანელ ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს საქართველოში არსებულ ვითარებას აცნობდა. აქციის მონაწილეებმა თბილისში მიმდინარე მიტინგის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციაში ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ. პრემიერ-მინისტრი აქციის მონაწილეებს გაესაუბრა და მათ ხელისუფლების მიერ ოპოზიციისადმი შეთავაზებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
|
| | საპარლამენტო ოპოზიცია მმართველობის ევროპული საპარლამენტო მოდელის შემოღებაზე თანხმდება, თუმცა, მის დეტალებზე კონსულტაციებს კვლავ გააგრძელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძე განუცხადა ჟურნალისტებს. მისივე თქმით, საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ძალები ერთსულოვნად თანხმდებიან, რომ აუცილებელია ქვეყანაში გადმოღებული იყოს ევროპული საპარლამენტო მოდელი, თუმცა საპარლამენტო უმცირესობაშიც არსებობს რიგ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები, რაზეც კონსულტაციები გაგრძელდება. რაც შეეხება დღევანდელი კონსულტაციების თემას, როგორც გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს საკონსტიტუციო კომისიის საორგანიზაციო საკითხები’ საპარლამენტო უმცირესობა უკვე ჩამოყალიბებულია გარკვეულ მიდგომებთან დაკავშირებით, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციას სურს, რომ ეს მიდგომები სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც გაუზიაროს. “საპარლამენტო ოპოზიცია მზად არის, განიხილოს არა მხოლოდ საკონსტიტუციო კომისის შექმნის იდეა, არამედ მისი მუშაობის უკვე კონკრეტული მექანიზმები”,-აღნიშნა დეპუტატმა. ამასთან, გიორგი თარგამაძე მნიშვნელოვანი უწოდა იმას, რომ მთელი რიგი საკითხები შეთანხმებული იყოს არა მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციაში, არამედ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამეცნიერო წრეებთან.
|
| |  საპარლამენტო ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში უნდა დასრულდეს და ასეთ ვადას, მაქსიმუმ ერთ წელს ასახელებენ. როგორც სასტუმრო “ძველ თბილისში” გამართული საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური ძალების კონსულტაციების შემდეგ ჟურნალისტებს “ეროვნულ დემოკრატიული პარტიის” ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ განუცხადა, მათი მოთხოვნა იქნება საკონსტიტუციო კომისიის შეკრებისთანავე, განსაზღვრული იყოს კონკრეტული ვადები კომისიის მუშაობის დასრულებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, კომისიამ მუშაობა მაქსიმუმ ერთ წელში - მომავალი წლის გაზაფხულამდე უნდა დაასრულოს, თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება. რაც შეეხება ახალ კონსტიტუციას, საპარლამენტო ოპოზიცია ასევე თანხმდება, რომ აუცილებელია ახალი კონსტიტუციის მიღება და არა კონსტიტუციაში ცვლილებები. როგორც გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საჭიროა ახალი კონსტიტუცია არა იმიტომ, რომ სააკაშვილი ან სხვა კონკრეტული პიროვნებები არ მოსწონს არამედ იმიტომ, რომ არსებულმა კონსტიტუციამ ვერ გაამართლა და ვერ შექმნა ქვეყანაში სტაბილური, დემოკრატიული განვითარების წინა პირობები. ამასთან, გიორგი თარგამაძე აღნიშნავს, რომ არსებულმა კონსტიტუციამ ქვეყანაში სოციალური გარანტიები ვერ უზრუნველყო და ა.შ. ძველ კონსტიტუციაში გამოტოვებულია თვითმმართველობის თემა და ა.შ. თუმცა, დეპუტატები აცხადებენ, რომ დღეს ამ დეტალებზე საუბარი არ ყოფილა და ეს შემდგომი კონსულტაციების საკითხია. კონსულტაციები კი საპარლამენტო ოპოზიციაშიც გაგრძელდება და ასევე საპარლამენტო ოპოზიცია მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ითანამშრომლებს არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, არასამთავრობო სექტორთან და სამეცნიერო წრეებთან.
|
| | პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს ლევან გაჩეჩილაძე შეუერთდა. როგორც ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, ოპოზიციაში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს და ყველა ნიუანსი შეთანხმებულად, ერთიანი თათბირის შემდეგ ხმაურდება. გაჩეჩილაძე ასევე შეეხო ~საზოგადოებრივი მაუწყებლის~ სოლიდარობის თემას. მისი თქმით, ყველა ტელევიზია, გამონაკლისების გარდა, ასრულებს სააკაშვილის დაკვეთას და მოსახლეობას შერჩეულ ინფორმაციას აწვდის.
|
| | ართველი მომღერლები „ევროვიზია 2009"-ზე მოგონილი და პოლიტიკური მოტივით არ დაუშვეს და ეს კონკურსის ორგანიზატორებისთვის სირცხვილია. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს იორდანიაში ვიზიტისას გააკეთა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკური ზეწოლის ამაზრზენი ფაქტია. თუმცა, როგორც სააკაშვილმა განაცხადა, საქართველოსა და ქართველი მომღერლების მხარდასაჭერად თბილისში საუკეთესო ევროპული ჯგუფები ჩამოვიდნენ და სოლიდარობის მიზნით საქართველოში მაღალი ხარისხის ევროპული დონის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი თბილისში დღეს საღამოს გაიხსნება და მასში 24 სხვადასხვა შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას. მოსკოვში მიმდინარე ~ევროვიზიაზე~ ქართველი შემსრულებლები სკანდალური სიმღერის გამო არ მოხვდნენ.
|
| | “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკო ორველაშვილის განცხადებით, ქვეყანას ორთავიანი ჭირი ერთად უნდა მოვაშოროთ. როგორც ორველაშვილმა მიტინგზე განაცხადა, ქვეყანას მოსაშორებელი ყავს ორთავიანი ჭირი ვანოს და მიშას სახით, ეს რაც შეიძლება მალე და უმტკივნეულოდ უნდა მოვაშოროთ ქვეყანას. “ამიტომ არის საჭირო რესურსების კონცენტრაცია, ამ სისწრაფეში შეიძლება ზედმეტი ვატკინოთ სამშობლოს”, - განაცხადა ნიკო ორველაშვილმა და აღნიშნა, რომ “ეროვნული ფორუმი” მთელ საქართველოშია გაშლილი და Mდღე და ღამე მუშაობენ. “ყველა ცხელი წერტილი, რომელიც ეროვნულმა მოძრაობამ შექმნა დღეს საქართველოში საპასუხისმგებლოა და ისე გამრავლდება ეს წერტილები, რომ სააკაშვილს გული გაეპარება”, - განაცხადა ნიკო ორველაშვილმა და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა აირჩია პუტინის მართველობის რეჟიმი, თუმცა მან არ იცის, რომ პუტინს სხვა ქვეყანასთან აქვს საქმე, სააკაშვილს ასეთი მართველობა არ გამოუვა. “ჩვენ უნდა ვაიძულოთ სააკაშვილი აღიაროს ის, რისი აღირებაც სააკაშვილს სიკვდილივით ეშინია. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მტკიცე და ურყევი ვართ”, - განაცხადა ნიკო ორველაშვილმა.
|
| | სამარცხვინოა, როცა ქვეყნის პრეზიდენტი არა მარტო ლოკალურად, არამედ საერთაშორისო მასშტაბებით იტყუება. ასეთი განცხადება გააკეთა პარლამენტთან ჟურნალისტებთან საუბრისას ნინო ბურჯანაძემ. მისი თქმით, პრეზიდენტის პრესსამსახურმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სააკაშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გააყალბა. ბურჯანაძის განცხადებით, საუბარი იყო იმაზე, რომ ბაიდენი საქართველოს მთლიანობას უჭერს მხარს, ხოლო ქართულ თარგმანში ხაზგასმული იყო, თითქოს ბაიდენი მხარდაჭერას მიხეილ სააკაშვილს უცხადებს. ~დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს~ ლიდერის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მოატყუა არა მარტო თავისი ხალხი, არამედ მსოფლიო.
|
|