მამუკა კაციტაძე - ოპოზიციამ გასვლითი მიტინგების ჩატარება გადაწყვიტა
|
| 15.05.2009, 22:30 |
“ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენლის მამუკა კაციტაძის განცხადებით, ოპოზიციამ გასვლითი მიტინგების ჩატარება გადაწყვიტა. როგორც პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინგზე მამუკა კაციტაძემ განაცხადა, ხვალ, 15:00 საათზე, მიტინგი წერეთლის ძეგლთან ჩატარდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მათ შორის ბანკის კრედიტორებისთვის. მიტინგს ოპოზიციის ლიდერებიც დაესწრებიან. მამუკა კაციტაძემ პარლამენტის წინ 26 მაისამდე მოქმედების კონკრეტული გეგმა კიდევ ერთხელ წარმოადგინა. როგორც კაციტაძემ განაცხადა, 17 მაისს, 13:00 საათზე, ისნის მეტროსთან მიტინგი ჩატარდება, 15:00 საათზე კი ასეთივე მიტინგი ნაძალადევში, პლეხანოვის კლუბში ჩატარდება. ორშაბათს, 12:00 საათზე ოპოზიციის ლიდერები საზოგადოების წარმომადგენლებს ჭადრაკის სასახლესთან შეხვდებიან, ორშაბათს, 15:00 საათზე, მეტროსაგურ დელისთან “რუსთავი 2”-ის ოფისთან შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან შედგება, რის შემდეგაც მანიფესტაცია მოეწყობა მოდულის შენობისკენ. 19 მაისს, შეხვედრა 16:00 საათზე კანცელარიასთან შედგება ბანკის კრედიტორებთან. 20 მაისიდან ოპოზიციის ლიდერები რეგიონებში გასვლას გეგმავენ. “ყველანი თბილისში რეგიონებიდან, ქუდზე კაცი, 26-ში დაგვითვლიან, რამდენი ვიქნებით”, _ განაცხადა მამუკა კაციტაძემ და აღნიშნა, რომ 23 და 24 მაისს თბილისში შეხვედრები გაიმართება გლდანში, სამგორში და დიღომში. 26-ში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ხალხი ერთად აპირებს ხელისუფლების გარეშე. მამუკა კაციტაძემ დავით ბაქრაძეს მოუწოდა, რომ დიალოგზე მხოლოდ მაშინ დაელაპარაკებიან, როცა ხელისუფლებიდან გაუშვებენ ლევან თარხნიშვილს, ლევან ყუბანეიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, ვანო მერაბიშვილს და მიხეილ სააკაშვილს. “საკონსტიტუციო ცვლილებებზე მხოლოდ მას შემდეგ ვილაპარაკებთ, გაქვთ შანსი, რომ ბოდიში მოიხადოთ, თორმე 26 მაისს მოგახდევინებთ ბოდიშს”, _ განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 599 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|