პარლამენტის წინ მიტინგი დასრულებულია
|
| 15.05.2009, 22:25 |
პარლამენტის წინ მიტინგი დასრულებულია. ოპოზიციის ლიდერებმა რუსთაველის გამზირი დატოვეს. საპროტესტო აქცია ხვალ, 15:00 საათზე, წერეთლის გამზირზე, აკაკი წერეთლის ძეგლთან გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ოპოზიციის ლიდერების გარდა, ადგილობრივი მოსახლეობა და ბანკის კრედიტორები მიიღებენ. 17:00 საათზე კი, პარლამენტის წინ, ტრადიციულად, ოპოზიციის საინფორმაციო მიტინგი განახლდება. დღევანდელი მიტინგის დასრულებამდე ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გია კობახიძემ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 26 მაისს სახალხო აღლუმში მონაწილეობას ირაკლი ოქრუაშვილიც გეგმავს. “გუშინ ამის შესახებ განაცხადა ეკა ბესელიამ. ირაკლი ოქრუაშვილი 26-ში აქ იქნება. მე ასე გავიგე ეკა ბესელიას ნათქვამი”, _ განაცხადა გიორგი კობახიძემ.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 590 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|