სამშაბათი, 07.04.2026, 08:29

მოგესალმები სტუმარო | RSS

მთავარი » ფაილები » News

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 122
ნაჩვენებია მასალა: 31-40
გვერდები: « 1 2 3 4 5 6 ... 12 13 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ჩატვირთვებით · ნახვებით
ოპოზიცია თბილისის რაიონებში დღეს ე.წ. გასვლით მიტინგებს გამართავს. 
 13:00 საათზე მიტინგი ისნის მეტროსთან, 15:00 საათზე კი, დადიანის ქუჩაზე მდებარე „პლეხანოვის კლუბთან“ ჩატარდება. დღესვე, 17:00 საათზე პარლამენტის წინ ოპოზიციის ტრადიციული საინფორმაციო მიტინგი გაიმართება.
 ოპოზიციამ 26 მაისამდე მოქმედების კონკრეტული გეგმა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც გასვლითი აქციები და საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან შეხვედრებია დაგეგმილი. ოპოზიციის ლიდერეთა განცხადებით, ემზადებიან 26 მაისისთვის და ახდენენ ხალხის მობილიზებას. 26 მაისს კი, ეროვნული სტადიონიდან რუსთაველის გამზირისაკენ საერთო სახალხო მსვლელობა იგეგმება.


ავტორი: bimbo null (0) null
კარვებისა და საკნების ქალაქში წუხანდელმა ღამემ მშვიდად ჩაიარა.
მთელი ღამის განმავლობაში საპროტესტო კერებთან-კანცელარიასთან, საზოგადოებრივ მაუწყებელთან, პარლამენტთან და პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან ოპოზიციის ლიდერებიდან კოკა გუნცაძე და ლაშა ჩხარტიშვილი მორიგეობდნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, რაიმე ინციდენტს, რომელიმე საპროტესტო კერასთან, წუხელ ადგილი არ ჰქონია.

 

ავტორი: bimbo null (0) null
მოსკოვი „ნაბუკოს“ გაზსადენის პროექტს ანტირუსულ პროექტად არ განიხილავს და მასში აზერბაიჯანის მონაწილეობას ამ ქვეყნის სუვერნულ უფლებად აფასებს, - განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭვდის დეპარტამენტში.
 „ვადასტურებთ, რომ არ გვაქვს არაფერი „ნაბუკოს“ საწინააღმდეგო, მითუმეტეს თუ ეს პროექტი მომგებიანი იქნება მათთვის, ვინც მზად არის, მასში მონაწილეობა მიიღოს“, - რუსეთის აღნიშნავენ საგარეო უწყებაში.
 „ნაბუკოს“ პროექტის ღირებულება 7,3 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. გაზსადენის წლიური გატარების მოცულობა, წინასწარი ინფორმაციით, 30 მლრდ კუბ.მეტრით არის განსაზღვრული. 
„ნაბუკოსთვის“ გაზის პოტენციურ მიმწოდებლებად აზერბაიჯანი, ირანი, თურქმენეთი და ერაყი სახელდებიან. გაზსადენი კასპიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში მოპოვებული გაზის საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპაში ტრანსპორტირების მიზნით შენდება.

ავტორი: bimbo null (0) null
იორდანიაში გამართულ G11-ის სამიტზე დღეს ეკონომიკური თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა.  
 აღნიშნული სამთავრობოთაშორისო დოკუმენტი ქვეყნებს შორის ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობას ითვალისწინებს. 
 ხელშეკრულება 11 რეფორმატორი ქვეყნის წარმომადგენლებმა გააფორმეს. საქართველოს მხირდან მას ფინანსთა მინისტრმა კახა ბანდურაშვილმა მოაწერა ხელი. 
 სამიტს იორდანიის მეფე აბდულა II დაესწრო, რომელმაც საქართველოსა და ხორვატიის პრეზიდენტები პირადად წარადგინა. 
 საქართველოს პრეზიდენტმა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზებსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ და სოციალურ რეფორმებზე.

ავტორი: bimbo null (0) null
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, მოლაპარაკებების მაგიდა გახსნილი ფრონტის ხაზია, რომელიც მოსაგებია.
 გაჩეჩილაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინგზე აქციის მონაწილის წერილს უპასუხა. წერილის ავტორი ოპოზიციას უსვამს შეკითხვას, რომ ~თუ სააკაშვილი არალეგიტიმურია, რატომ ხვდებიან და ელაპარაკებიან მას ოპოზიციის ლიდერები.
 ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, სეპარატისტული რეჟიმებიც არალეგიტიმურია, თუმცა, აუცილებელია მათთან საუბარი და ამაში აგვისტოს ომმა დაგვარწმუნა. “უკვე ორი წელია სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა გრძელდება. ეს ბრძოლა 9 აპრილს არ დაწყებულა. თუ ვინმეს უნდა ოპოზიცია ხალხთან ერთად სადმე შევარდეს, ეს სააკაშვილია, რომ თავისი რეჟიმი ~გაიპრავოს”, - აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ და მოვლენათა განვითარების ორ გზაზე ისაუბრა.
 მისი თქმით, პირველი გზა არის, სადმე შევარდეს ხალხი, მეორე კი - სიმტკიცის და გამძლეობის გზაა. “არ მომწონს, რომ სადმე შევვარდეთ. მაინცდამაინც თავი უნდა გამიტყდეს, ხალხი რომ მოვიდეს. სიმტკიცის და გამძლეობის გზას ალტერნატივა არა აქვს”, - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ და უკრაინის ანალოგიაზე ისაუბრა.
 მისი თქმით, უკრაინაში სამ თვეზე მეტხანს გრძელდებოდა საპროტესტო აქციები. ყველას უნდა სააკაშვილის წასვლა, თუმცა თავის ატკიება არავის უნდა. “მეც ვნანობ ხოლმე ამას. იმ დღეს პოლიციის შენობასთან რომ არ დავჭრილიყავი, მეორე დღეს პოლიტიკის დატოვებას ვაპირებდი. ღმერთმა გამომიგზავნა ტყვიები. სხვა პასუხისმგებლობა მაქვს ხალხთან. ჩვენი ერთადერთი იარაღი ჩვენი ერთობაა”, - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

ავტორი: bimbo null (0) null
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იორდანიაში ამერიკელ სენატორ ჯონ ქერის შეხვდა. 
 დახურულ შეხვედრაზე მხარეებმა კონფლიქტების, საქართველოში არსებულ ვითარებასა და ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრეს. 
 „განვიხილეთ ეკონომიკური საკითხები და ის ვითარება, რომელიც საქართველოშია შექმნილი. ასევე ვისაუბრეთ აფხაზეთსა და სამხერთ ოსეთში არსებულ ვითარებაზე”, - განაცხადა ქერიმ. 
 მისი თქმით, აშშ მზადაა საქართველოს ეკონომიკური დახმარება აღმოუჩინოს. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება მალე გამოსწორდება. 
 “ჩვენ ქართულ მხარესთან ამ კუთხით პროდუქტიული ურთიერთობა გვექნება. საქართველოსთან ვაწყობთ ურთიერთობას, როგორც დემოკრატიულ ქვეყანასთან, სახელმწიფოსთან, რომლის დემოკრატიაზეც სერიოზული პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება. სააკაშვილი და მისი გუნდი სწორედ ამ წინააღმდეგობებს აწყდება~, - განაცხადა ქერიმ. 
საქართველოს პრეზიდენტი იორდანიაში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. იგი ასევე სიტყვით გამოვა G11-ის სამიტზე, რომელიც ამანში გაიმართება. 
 


ავტორი: bimbo null (0) null
ლონდონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური შეხვედრებს განაგრძობს. 
 გილაური ევროპის განვითარებისა და რეკოსტრუქციის ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ის პროექტები განიხილეს, რომლებიც EBRD-ის დაფინანსებით საქართველოში ხორციელდება. მათ შორის საქართველო-თურქეთის დამაკავშირებული 500-კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა.  
გილაური ესწრება ლონდონში მიმდინარე ბიზნეს-ფორუმს. მან მონაწილეობა მიიღო ლონდონის კვლევით ცენტს “ჩეთემ ჰაუზში~ გამართულ შეხვედრაშიც. 
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში 13 მაისს დაიწყო და ხვალ დასრულდება.


ავტორი: bimbo null (0) null
გოგა ხაინდრავას თქმით, ხელისუფლება 26 მაისს რიკოთის უღელტეხილის გადაკეტვას გეგმავს, რათა ხალხმა თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხოს.
 ამის შესახებ ხაინდრავამ პარლამენტთან მიმდინარე მიტინგზე განაცხადა და დასძინა, რომ მათ ეს არ გამოუვათ. მისი თქმით, ხალხის ბრძოლა უშედეგოდ არ ჩაივლის და ის დღეები ყველას ნათლად გაახსენდება, რაც ამ დროის განმავლობაში გაატარეს.
 ხაინდრავას განცხადებით, არსებული ხელისუფლება ქართველობის ფესვიანად ამოძირკვას ცდილობს, თუმცა ხალხი ამის საშუალებას არ მისცემს. მისივე თქმით, ხელისუფლებას ძალიან ეშინია ისეთი ოპოზიციონერი ლიდერების, როგორიც ირაკლი ალასანიაა, რადგან ხალხი მტყუან-მართალს კარგად არჩევს.
 ~ოპოზიციონერი ლიდერები თავიანთი წარსულითა და აწმყოთი ხალხის წინაშე ისეთივე “სიშიშვლით” დგანან, როგორც აბანოში~,-დასძინა ხაინრავამ. მისივე თქმით, ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება და საქართველო მკვდრეთით აღსდგება ისევე, როგორც ყოველწლიურად ხდება ქრისტეს აღდგომა და წმინდა ცეცხლის გადმოსვლა. 
 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას ხაინდრავამ განაცხადა, რომ ის ხალხი, ვინც მიტინგზე ვერ, შეუძლიათ გამოვიდნენ საკუთარ სადარბაზოებთან, საკუთარ ქუჩებში, რადგან ვერტმფრენებიდან გადაიღებენ და ყველა ნახავს, თუ რამდენი ადამიანი გამოდის არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ.

 

ავტორი: bimbo null (0) null


იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი სოჭში იმყოფება. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იტყობინება.
 სოჭში დღეს იტალიისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.
 წინასწარი ინფორმაციით, ბერლუსკონი და პუტინი პროექტ „სამხრეთ ნაკადის“ დოკუმენტის გაფორმებას დაესწრებიან.

ავტორი: bimbo null (0) null


მოსკოვი საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ეუთო-ს მისიის საველე ყოფნის შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების გამო „სინანულს“ გამოთქვამს. 
ამის შესახებ ეუთო-ში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა ანვარ აზიმოვმა ვენაში, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. 
მისი თქმით, მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი რუსეთის გადაწყვეტილება და ნება არ ყოფილა - საჭირო იყო მხოლოდ რეგიონში ახალი პოლიტიკურ-სამართლებრივი რეალიების გათავლისწინებით ეუთო-ს მისიის საქმიანობის პარამეტრების შეთახმება.
აზიმოვის ინფორმაციით, მოსკოვი მომხრე იყო, თბილისში გახსნილიყო ეუთო-ს მისიის ოფისი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ეუთო-ს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესარულებაში დაეხმარებოდა, ხოლო მეორე ოფისს „საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვრის“ ორივე მხარეზე უნდა განეხორციელებინა მონიტორინგი. 
„რა თქმა უნდა, ასეთი სადამკვირვებლო საქმიანობის პარამეტრები, მათ შორის პასუხისმგებლობის ზონა, უნდა შეთანხმდეს, როგორც თბილისთან, ისე - ცხინვალთან. ეს პრინციპული მომენტია. შეთანხმების გარეშე დამკვირვებლები საკუთარი მოვალეობების შესრულებას, უბრალოდ, ვერ შეძლებენ“, - განაცხადა აზიმოვმა. 
მისი თქმით, მოსკოვი არავისგან ითხოვს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაუყოვნებლივ აღიარებას – პირდაპირ თუ ირიბად. თუმცა, რუსეთი იმედოვნებს, რომ თავს არ მოახვევენ ისეთ ფორმულირებებს, რომლებიც მოსკოვის საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება და ძველ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას აიძულებს.

 

ავტორი: bimbo null (0) null