ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მისი პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზურაბ ავალიანი პოლიტპატიმარია
|
| 15.05.2009, 22:25 |
“დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მისი პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზურაბ ავალიანი პოლიტიკური პატიმარია. როგორც ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ზურაბ ავალიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული იმის გამო, თითქოს მას სახლში იარაღი აღმოუჩინეს. დღეს გამართულ სასამართლოზე კი მას ერთი თვით კიდევ გაუხანგრძლივეს პატიმრობა, რადგან გამოძიებამ ვერ შეძლო მისი საქმის გამორკვევა. ბურჯანაძის თქმით, ზურაბ ავალიანს ერთი თვე დაემატა იმისთვის, რომ გამოძიებამ სატელეფონო ჩანაწერების ბოლომდე გაშიფვრა ვერ მოასწრო. ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ეს ხელისუფლება დემოკრატიულ ნაბიჯებს ვერასდროს ვერ გადადგამს და ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს და დღეს თუ არა, ხვალ მაინც უნდა დასრულდეს.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 644 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|