რუსთაველის თეატრთან ოპოზიციის ახალგაზრდა აქტივისტებმა “სირცხვილის დერეფანი” გამართეს
|
| 15.05.2009, 22:20 |
რუსთაველის თეატრთან ოპოზიციის ახალგაზრდა აქტივისტებმა “სირცხვილის დერეფანი” გამართეს. როგორც ცნობილია, თეატრში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე ნორვეგიის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართულ კონცერტზე იმყოფებოდა. თეატრის შესასვლელთან მოძრაობა “9 აპრილისა” და მოძრაობა “7 ნოემბერი”-ს აქტივისტები იყვნენ შეკრებილები და პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ, თეატრთან ისმოდა შეძახილები “გადადექი, კურდღელო” და ა.შ. “9 აპრილის” ერთ-ერთი ლიდერის დაჩი ცაგურიას განცხადებით, ხალხი, როცა 39-ე დღეა ქუჩაშია, არ შეიძლება ბარამიძე ასე დადიოდეს და ერთობოდეს, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ამხელა მანიფესტაციები იმართება. ამ დროისთვის “სირცხვილის დერეფანი” დაიშალა. მომიტინგეების განცხადებით, მათ სანდო წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია მიიღეს, რომ გია ბარამიძემ შენობა უკანა გასასვლელიდან დატოვა.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 628 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|