ზვიად ძიძიგური - ოპოზიცია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს 15 / 05, 2
|
| 15.05.2009, 22:31 |
ოპოზიცია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. ამის შესახებ ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობისთვის გარანტია არა კონსტიტუცია, არამედ ხელისუფლებაა. “ჩვენ კი არ გვყავს ნორმალური ხელისუფლება და არც ამის გარანტია გვაქვს”, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ლიდერებს შორის არის სხვადასხვა მოსაზრებები, თუმცა მთავარ საკითხში, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის საკითხში, ოპოზიცია ერთიანი და მონოლითურია. რაც შეეხება 26 მაისის აღლუმს, სააკაშვილი აქ სამხედრო აღლუმს ვერ ჩაიბარებს, იმიტომ რომ ჯარს აყენებს შეურაცხყოფას და ცდილობს ყველაფერი ჯარს გადააბრალოს. როცა მთავარსარდალი ბრძოლის ველიდან გარბის, ჯარი ომს ვერ მოიგებს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ დაკავებული სამხედროები დღესაც უმაგალითო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არიან”, _ განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. მისი თქმით, განმუხურის ამბოხი რეალურად იმით იყო გამოწვეული, რომ განმუხურის ნაწილმა უარი თქვა სააკაშვილის დავალება შეესრულებინა. “სააკაშვილმა მათ დაავალა, რომ ისინი პიკეტირების დროს გამოსულიყვნენ და მომხდარიყო დაპირისპირება ჩვენსა და ჯარს შორის. შემდეგ კი გაფორმდება ისე, თითქოს ჩვენ ნატო-ს წინააღმდეგ ვიყავით. ამის წინააღმდეგ წავიდა მუხროვანის ნაწილი და ამიტომ დაისაჯნენ ისინი. მოდით, თანადგომა გამოვუცხადოთ მათ”, _ განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. მან ასევე კომენტარი გააკეთა ტელეკომპანიების “რუსთავი 2”-სა და “იმედის” მიერ “პირველი არხის” შენობასთან მიმდინარე მოვლენების გაშუქების შესახებ. მისი თქმით, ეს არის არა ჟურნალისტური სოლიდარობა, არამედ მიხეილ სააკაშვილის დავალება. “რატომ არ გამოთქვეს ჟურნალისტური სოლიდარობა მაშინ, როდესაც “იმედი” დაარბიეს, “კავკასიის” ეთერი გათიშეს, ტელეკომპანია “202” დახურეს და კიდევ რამდენიმე თოქ-შოუ დახურეს, როდესაც ირაკლი იმნაიშვილი ცემეს და ქვეყნიდან გააგდეს”, _ განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 587 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|