კონფლიქტები რუსეთი მზად არის, ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეების პასპორტებში „დაბადების ადგილიდან“ „საქართველო“ ამოშალოს რუსეთი მზად არის, ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეების პასპორტებში „დაბადების ადგილიდან“ „საქართველო“ ამოშალოს. ამის შესახებ სააგენტო „რეგნუმი“ იუწყება. შესაბამისი თხოვნით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა. რუსეთის საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ პასუხად განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის შექმნამდე და რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ დაბადებულ მოქალაქეების „დაბადების ადგილად“ „აფხაზეთი“ იქნება მითითებული. მათ, ვინც საბჭოთა პერიოდში დაიბადა, დაბადების ადგილის მიხედვით „სოხუმი“ ან „აფხაზეთი“ ჩაეწერებათ, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლისა და რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამდე პერიოდში დაბადებულებს „დაბადების ადგილად“ „აფხაზეთი“ მიეთითებათ. რუსული მხარე ასევე აცხადებს, რომ შეცვლის ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეების რუსეთის საზღვარგარეთის იმ პასპორტებს, სადაც „დაბადების ადგილად“ „საქართველოა“ მითითებული. ახალი ფორმულირებით პასპორტების მისაღებად მათ რუსეთის ფედერაციის საკონსულოს განცხადებით უნდა მიმართონ.
|