ოდრი ჰეპბერნმა ანჯელინა ჯოლი დაამარცხა
|
| 14.05.2009, 01:16 |
| ბრიტანეთის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ტელეარხმა მიმართა მაყურებლებს წინადადებით აერჩიათ ყველა დროის ულამაზესი კინომსახობი ქალი. ბრიტანელებმაც არ დაიზარეს. ულამაზესი მსახიობების სია შემდეგია:.ხმათა უმრავლესობით ყველაზე ლამაზად ოდრი ჰეპბერნი აღიარეს და ძნელია შედავება, რადგან ოდრის დახვეწილობასთან და ბრწყინველებასთან კონკურენცია ყველასათვის რთულია. პლანეტის მეორე ლამაზმანად ბრიტანელებმა ანჯელინა ჯოლი, მესამე ადგილზე კი ლეგენდარული გრეის კელი, მონაკოს პრინცის რენიეს ავტოკატასტროფაში დაღუპული მეუღლე შეარჩიეს. მეოთხე ყველა დროის სექს-სიმბოლოდ აღიარებულმა მერლინ მონრომ დაიკავა, მეხუთე კი რეიტინგში იტალიელი სოფი ლორენია. შემდეგი ადგილები კი ასე გადანაწილდა: 6. კეტრინ ზეტა-ჯონსი, 7. ელიზაბეტ ტეილორი, 8. კირა ნაიტლი. 9. ჰოლი ბერი. 10. ბრიჯიტ ბარდო. 11.ჯულია რობერტსი. 12.ვივიენ ლი. 13 ნიკოლ კიდმანი. 14. კამერონ დიაზი. 15. დორის დეი. 16 სკარლეტ იოხანსონი. 17. შარლიზ ტერონი. 18 ჯენიფერ ენისტონი. 19 მიშელ პფაიფერი. 20. ლივ ტაილერი.მიუხედავად, იმისა, რომ ბრიტანელების არჩევანში ძირითადად ქერათმიანები დომინირებენ, პირველ ათეულში ქერა თმიანი მხოლოდ სამია. ის ფაქტი კი, რომ ოდრი ჰეპბერნმა უკან ჩამოიტოვა თანამედროვე ლამაზმანები ანჯელინა ჯოლი, კირა ნაიტლი და ჰოლი ბერი, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ დრო სილამაზეზე არ ბატონობს.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 541 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 5.0/1 |
|