ხუთშაბათი, 09.04.2026, 02:02

მოგესალმები სტუმარო | RSS

მთავარი » ფაილები » News

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 122
ნაჩვენებია მასალა: 101-110
გვერდები: « 1 2 ... 9 10 11 12 13 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ჩატვირთვებით · ნახვებით
~საქართველოს გზის~ ლიდერის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოპოზიციამ უცხოელ ექსპერტებს აუხსნა, თუ როგორ ინგრევა ქვეყანაში ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და როგორ გადაიზარდა ქართული დემოკრატია დიქტატურაში.
 ზურაბიშვილის განცხადებით, სააკაშვილი ჩაკეტილია საკუთარ ვირტუალურ სივრცეში და, შესაბამისად, 2007 წლის ოქტომბრიდან ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია.
 მისივე თქმით, სწორედ ამან გამოიწვია ახალგორსა და პერევში პრეზიდენტის ინიციატივით მოწყობილი პროვოკაციები. `თუ არ იქნება დემოკრატია, არ იქნება სტაბილურობა. დემოკრატიულ პროცესებში კი გვჭირდება უცხოელთა დახმარება~, _ აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
 სასტუმრო `თბილისი მარიოტში~ დღეს ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია ~საგარეო ურთიერთობათა საბჭოს~ წარმომადგენლების და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერთა შეხვედრა გაიმართა.

ავტორი: bimbo null (0) null
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ "საგარეო ურთიერთობათა საბჭო" სასტუმრო ~თბილისი მარიოტში~ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა. 
 როგორც ~ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის~ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საპარლამენტო ოპოზიციამ უცხოელ ექსპერტებს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის მხარდაჭერა სთხოვა.
 მისი თქმით, აღნიშნულ ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციას ამერიკის პოლიტიკის ფორმირებაზე დიდი გავლენა აქვს. `ჩვენი ამოცანაა, მათ დაინახონ, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ითხოვს უფრო მეტ დემოკრატიას და მზად არის ამ დემოკრატისთვის~, _ აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.

 

ავტორი: bimbo null (0) null
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთის აგენტობაში დაუსაბუთებელი ბრალდებისთვის მიხეილ სააკაშვილი პასუხს აგებს.
 ამის შესახებ ~დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს~ ლიდერმა რადიო ~პალიტრის~ ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 
 ნინო ბურჯანაძე კატეგორიუოად მოითხოვს, პრეზიდენტმა ან ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენლის რუსეთთან კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინოს ან ~ენა გააჩუმოს~.
 ~გამოდის, რომ ვინც მის წინააღმდეგ ფიქრობს, ყველა რუსეთის აგენტია. არადა ამ ქვეყანაში რუსეთის საქმე მხოლოდ სააკაშვილმა გააკეთა. სწორედ მან ჩააბარა ტერიტორიები და ეკონომიკური ბერკეტები რუსეთს და დღემდე მიმდინარეობს საიდუმლო მოლაპარაკებები რკინიგზის მიყიდვასთან დაკავშირებით~, - განაცხადა ბურჯანაძემ. მისივე თქმით, მიხეილ საააკშვილმა რუსეთის აგენტები გადაწყვეტილებების მიმღებ იმ ხუთ პირში უნდა ეძებოს, ვინც მას რუსეთთან ომის მოგებაში არწმუნებდა.

ავტორი: bimbo null (0) null
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, გიორგი თარგამაძეს ~იმედის~ ხელმეორედ დახურვისთვის ადრე თუ გვიან პასუხი მოეთხოვება.
  ამის შესახებ ~დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს~ ლიდერმა რადიო ~პალიტრის~ ეთერში სტუმრობისას, საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
 ნინო ბურჯანაძე გიორგი თარგამაძის იმ ნათქვამს გამოეხმაურა, სადაც ~ქრისტიან-დემოკრატების~ ლიდერი აცხადებს, რომ ჟურნალისტებისთვის ~სირცხვილის დერეფნის~ მოწყობის უფლება არავის აქვს.
 ~ვის რისი უფლება აქვს ეს თარგამაძის გადასაწყვეტი არ არის და რას გავაკეთებ, თარგამაძესთან არც ამის შეთანხმებას ვაპირებ. ბატონმა გიორგიმ ჯერ იმაზე აგოს პასუხი, გარიგებებითა და მაქინაციებით ხელმეორედ როგორ დახურა ჩემი და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით გახსნილი ~იმედი~, - განაცხადა ბურჯანაძემ. 
 მისივე თქმით, ~ტელეიმედი~ რომ ყოფილიყო, არც აგვისტოს ომი იქნებოდა და არც დღევანდელი მოვლენები. ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ~საზოგადოებრივი მაუწყებელი~ ხალხის საკუთრებაა და ოპოზიცია მის დასაბრუნებლად ბრძოლას გააგრძელებს. 
 


 

ავტორი: bimbo null (0) null
რუსეთმა საქართველოში ეუთო-ს მისიის გაგრძელების გადაწყვეტილებას ვეტო დაადო და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დამოუკიდებელი მისიის გახსნა მოითხოვა, - ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
 საქართველოში მისიის შენარჩუნებასთან დაკავშირებით ეუთო-ს წევრი 56 წევრი სახელმწიფოს მოალაპარკებები, სავარაუდოდ, შეჩერდება. ხოლო მისიის თანამშრომლებს საქართველოს ტერიტორიის დატოვება 30 ივნისს მოუწევთ. 
 აშშ და ევროპის სახელმწიფოები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ეუთო-ს მისიის ყოფნა საქართველოს ხელისუფლებასა და სეპარატისტულ ძალებს შორის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად და ადამიანის უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვანია. 
 საბერძნეთი გამოვიდა ინიციატივით, მისიის სახელწოდებაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსი არ დასახელებულიყო და მისიის დამკვირვებლებს კონფლიქტის ზონაში შესვლის საშუალება მისცემოდათ.
 თავის მხრივ, ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა დღეს გააკეთა განცხადება, რომ საკუთარ ტერიტორიაზე მხოლოდ დამოუკიდებელი მისიის მუშაობას დაუშვებს, რომელიც პირდაპირ ვენას დაექვემდებარება.
 საქართველოში ეუთო-ს მისიის გაგრძელებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დღეს ვენაში მიმდინარეობდა.

 

ავტორი: bimbo null (0) null
რუსეთი თავისი ქმედებით თავს იზოლაციაში იქცევს. ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილმა რუსეთის მიერ საქართველოში ეუთოს მისიის მანდატის გაგრძელების საკითხის დაბლოკვასთან დაკავშირებით. 
 მისი თქმით, თუ რუსეთი მცირე, მაგრამ მაინც კონსტრუქციულ ნაბიჯებს არ გადადგამს, ადრე თუ გვიან თავს სრულ იზოლაციაში აუცილებლად მოიქცევს. 
 ~რასაც ახლა სთხოვდნენ, ეს იყო უმცირესი, მინიმუმი, რაც რაციონალურ მოთამაშეს შეიძლება მოსთხოვო. როცა ამაზეც უარს ამბობს, სხვა არაფერი რჩება საერთაშორისო თანამეგობრობას გარდა იმისა, რომ რუსეთთან ტონი გაამკაცროს ~, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ავტორი: bimbo null (0) null
პოლიტოლოგ არჩილ გეგეშიძის აზრით, ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიცია ერთიანობის სერიოზულ ტესტს გადის და თუ მან ბრძოლის ტაქტიკაში ცვლილებების მიუხედავად ერთიანობა შეინარჩუნა, ოპოზიციის სიძლიერე ქართულ დემოკრატიას მნიშვნელოვნად წაადგება.
  მისი თქმით, ფაქტია, რომ ხელისუფლება-ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ორივე მხარემ პოლიტიკური ბრძოლის ტაქტიკაში ცვლილებები შეიტანა. „ის, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა თბილისში აღლუმის ჩატარებაზე, თავიდან გვაცილებს კონფრონტაციას, მაგრამ დაპირისპირების, ანუ ჩიხური ვითარების შენარჩუნება თავის მხრივ გამოწვევაა ოპოზიციისათვის, ვინაიდან ოპოზიციას კონფრონტაციული ფონის შესანარჩუნებლად დამატებითი რესურის მობილიზება მოუწევს“,-განაცხადა გეგეშიძემ. 
  მისი შეფასებით, უშედეგოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ სიტუაცია ახალი ვითარების ფორმირების პროცესშია. გეგეშიძის თქმით, რაც უფრო დიდხანს შენარჩუნდება უშედეგო ჩიხური ვითარება, ოპოზიციაში ერთიანობის შენარჩუნების შესაძლებლობა მით ნაკლები იქნება და ოპოზიციის გახლეჩვის ალბათობა გაიზრდება. 
  პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ პროცესის დროში გაწელვა ხელისუფლების ინტერესშია, ვინაიდან სწორედ იგია დაინტერესებული იმაში, რომ ოპოზიციამ ერთიანობა არ შეინარჩუნოს. 
  „ოპოზიცია ერთიანობის სერიოზულ ტესტს გადის და თუ მან ბრძოლის ტაქტიკაში ცვლილებების მიუხედავად ერთიანობა შეინარჩუნა, ოპოზიციის სიძლიერე ქართულ დემოკრატიას მნიშვნელოვნად წაადგება“,_აღნიშნა არჩილ გეგეშიძემ.

ავტორი: bimbo null (0) null
კოდორის ხეობის სოფელ ომარიშარაში იარაღის საწყობი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ „იტარ-ტასი“ იუწყება. 
 სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე გარი კუპალბას განცხადებით, საწყობში ტანკსაწინააღმდეგო 52 ნაღმი, 100 კილოგრამზე მეტი ტროტილი, ტანსაცმელი და ლეიბები იპოვეს. მისი თქმით, აფხაზურმა სპეცსამსახურებმა საწყობის ძებნა ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ დაიწყეს და ოპერაცია ორ კვირაში დაასრულეს. 
 ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მტკიცებით, ქართული სპეცსამსახურები კოდორის ხოებაში ტერაქტებს აფხაზი სამხედროების, რუსი მესაზღვრეებისა და მოსახლეობის იმ ნაწილის წინააღმდეგ გეგმავდნენ, რომლებიც სოხუმის რეჟიმთან თანამშრომლობენ.

ავტორი: bimbo null (0) null
11 მაისს, 10:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII კორპუსში კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზში ქართველი მეცნიერის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრის, პროფესორ თინათინ ყაუხჩიშვილის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება.
ავტორი: bimbo null (0) null
ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში 100 უფროსკლასელი მოსწავლე სასწავლებლად ამერიკაში გაემზავრება. მიმდინარე წელს ხელი მოეწერა “აშშ-საქართველოს ქარტიას,” რომლის გაფორმების შემდეგაც განათლების სფეროში საქართველო-ამერიკის თანამშრომლობა ახალ ფაზაში შევიდა. ახალი შეთანხმების თანახმად, საქართველოს მთავრობა პირველად დააფინანსებს 50 მოსწავლეს, რომლებიც 1 წელი ამერიკაში ისწავლიან. ამ საკითხზე ბიუჯეტიდან 1 მლნ. ლარამდე გათვალისწინებული. FLEX-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სკოლებიდან შერჩეული 50 უფროსკლასელი, ერთი აკადემიური წლით მიემგზავრება ამერიკის სეერთებულ შტატებში სასწავლებლად, პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება დამ ას ამერიკის მხარე სრულად აფინანსებს.ამიერიდან, იგივე პირობებით პროგრამის _ “საქართველოს უფროსკლასელ მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში” ფარგლებში, კიდევ 50 ბავშვის ამერიკაში სწავლას ქართული მხარე დააფინანსებს.
ავტორი: bimbo null (0) null