ოთხშაბათი, 08.04.2026, 12:49

მოგესალმები სტუმარო | RSS

მთავარი » ფაილები » News

ირაკლი ალასანია: რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა არ იცვლება
14.05.2009, 15:35
„ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, „საზოგადოებრიივი მაუწყებლის“ პიკეტირება გაგრძელდება. 

როგორც ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კოსტავას ქუჩის გახსნის გადაწყვეტილება გუშინ იქნა მიღებული და ქუჩა უახლოეს პერიოდში გაიხსნება. თუმცა, მიუხედავად ამისა, პირველი არხნის შენობის პიკეტირება მაინც გაგრძელდება. 

ალასანიას თქმით, ოპოზიციის ლიდერებში აზრთა სხვადასხვაობა არ არის. რაც შეეხება ოპოზიცის სამომავლო გეგმებს, ამის შესახებ გუშინ მიტინგზე უკვე ითქვა და პროცესები ახალი ტაქტიკით განვითარდება. 

ამასთან, ალასანია აცხადებს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არ იცვლება.
„არსებობს სხვა საკითხებიც, რომლებმაც ქვეყანა ამ გადაწყვეტილებამდე უნდა მოამზადოს. თუ გვინდა, რომ იყოს თავისუფალი არჩევნები, უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო. ამასთან, საჭიროა მედიასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, რეპრესიული მანქანების დემონტაჟი და ა.შ. სააკაშვილთან ხელმეორედ შეხვედრის შემთხვევაში კი, დელეგაციის შემადგენლობა კონსულტაციების შედეგად განისაზღვრება. პირადად მე მზად ვარ გავაგრძელო შეხვედრები, თუკი დავინახავ შესაძლებლობას, რომ შეხვედრებს კონკრეტული გადაწყვეტილებები მოჰყვება“, _ განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კატეგორია: News | დაამატა: bimbo
ნანახია: 832 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
s"> .lols { background:#575757 none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#f7f7f7; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .lols:hover { background:#918e8e none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#f7f7f7; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .disable { background:#D82020 none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#FFFFFF; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .disable:hover { background:#E33939 none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#F3F3F3; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .posts { background:#1E90FF none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#FFFFFF; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .posts:hover { background:#00BFFF none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#F3F3F3; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; }
?????? *:
Email:
???? *: