ოპოზიციის ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ
|
| 14.05.2009, 15:35 |
არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდენენ. სასტუმრო ქორთიარდ-მარიოტში” გამართული შეხვედრა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და საუბრის მთავარი თემა ოპოზიციის სამოქმედო გეგმა იყო.
დიპლომატიური კორპუსიის წარმომადგენლებმა ტაქტიკურ გეგმებთან დაკავშირებით ლიდერებისაგან ინფორმაცია მიიღეს და პროცესების მშვიდობიანი წარმართვის მიზნით ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყებაზე ისაუბრეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში დენის კიფმა განაცხადა, რომ პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა უნდა მოხდეს. სევე, მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ელჩებმა მოისმინეს ოპოზიციის განწყობა ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ.
კომენტარები გააკეთეს, აგრეთვე, ოპოზიციის ლიდერებმაც. როგორც “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ელჩების მხრიდან მხარდაჭერილია იდეა, რომ ხელისუფლებასთან დიალოგი გაგრძელდეს. ელჩები გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი გაგრძელდება, აქტიურად ჩაერთვებიან პროცესებში.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მან შეხვედრისას გაიხსენა ტელეკომპანია „იმედის“ მაგალითი. „ელჩების მხრიდან შეკითხვები იყო სტრატეგიასთან დაკავშირებით. მე გავიხსენე „იმედის“ მაგალითი, როდესაც საერთაშორისო გარანტიების მიუხედავად, ხელისუფლებამ გახსნილი „იმედი“ დახურა. ასევე შეხვედრაზე განვმარტე, თუ რატომ არის აუცილებელი მიხეილ სააკაშვილის გადადგომა“, _ განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ.
დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაში ოპოზიციის ლიდერებიდან მონაწილეობა მიიღო დავით უსუფაშვილმა, სალომე ზურაბიშვილმა, ნინო ბურჯანაძემ და ირაკლი ალასანიამ.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 515 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|