პოლიტიკა ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მას აქტიური მოქმედებების თავისი გეგმა აქვს “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მას აქტიური მოქმედებების თავისი გეგმა აქვს. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ დღეს ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა. “მე მაქვს მოქმედებების ჩემი გეგმა, რომელიც აქტიურ, კონსიტიტუციურ, მაგრამ მკვეთრ მოქმედებებს გულისხმობს. ვაპირებ, ამ გეგმის მომხრეებთან ერთად ვიმოქმედო", - განაცხადა ბურჯანაძემ. მისივე თქმით, ვისაც სხვა გზა და მოქმედების სხვა გეგმა აქვს, ის თავისი გეგმის მიხედვით იმოქმედებს.
|