პარლამენტის წინ საკანში 6-შვილის დედაც "ჩაჯდა”!
|
| 14.05.2009, 17:35 |
35 დღეა, თბილისი “საკნების ქალაქია”. საკნების ბინადრებმა ერთმანეთის გაცნობა კარგა ხნის წინ მოასწრეს. ასე რომ, ყველამ კარგად იცის, რომელ საკანში “სხედან” შევარდნაძის ხელისუფლების დროს რეპრესირებულნი, ამა თუ იმ პარტიის მხადამჭერები და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულები. ყველა საკანშია “დომინო” და “კარტი”. თითქმის ყველა საკანში ერთნაირი “ავეჯი” აქვთ _ 1-2 სკამი, ორ-ორი ახალთახალი ლეიბი და პლასტმასის ბოთლები.“ფაქტნიუსთან” საუბარისას საკნებში მცხოვრებთა ნაწილს არ სურს იმაზე ყურადღების გამახვილება, თუ ვინ ზრუნავს მათი კვების პრობლემაზე. რამდენიმე საკანში, რომლის წინაც პარტიული დროშები ფრიალებს, აღნიშნეს, რომ პარტიული შტაბებიდან მათთვის დღეში სამჯერ საკვებიც მიაქვთ და მინერალური წყალიც.“ერთი თვეა, ამ საკანში ვზივარ, კიდევ ერთი თვე ვიჯდები, ოღონდ მიშამ თავი დაგვანებოს, წავიდეს ბოდრუმში და მთავრობაც იქ წაიყვანოს”, _ განუცხადა “ფაქტნიუსს” ხანშიშესულმა “პატიმარმა”.
რაც შეეხება სასმელი წყლის პრობლემას. Pარლამენტის წინ, საკანში მყოფი ადამიანები პლასტმასის ბოთლებით ქაშვეთის ეკლესიის ეზოში ჩადიან და წყალი იქიდან მოაქვთ. თავისუფლების მოედანის “ტუსაღები” კი მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანთან” მდებარე ე.წ. ფანტანით სარგებლობენ.
პოლიტიკაზე საუბრის გარდა, საკანში მყოფნი მოსწრებულადაც ხუმრობენ. ერთ-ერთმა იხუმრა, რუსთაველზე ორ-ოთახიანი საკანი, თავისი “ავეჯით”, ერთი თვის წინ მივიღე და ეს მაშინ, როცა ამ ადგილას კვადრატული მეტრი ათასები ღირსო.
საკანში, რომელშიც ორი დეპუტატი _ გიორგი ცაგარეიშვილი და კარლო კოპალიანი ზის, ერთი ღამით 6^შვილის დედას დაეთმო. Dდეპუტატების საკანში რამდენიმე დღის წინ ქობულეთელი ქალი მივიდა. Eეს ქალბატონი ქარელის რაიონში იყო გათხოვილი და ოსი ეროვნების მეუღლე ჰყავდა. აგვისტოს ომის შემდეგ, ქმარი წავიდა და ცოლი და 6 შვილი მიატოვა. გიორგი ცაგარეიშვილმა ეს ქალბატონი ფონდ “იავნანასთან” დააკავშირა, რომელიც მრავალშვილიან ოჯახს დაჰპირდა, რომ ქარელის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ბინას უყიდის.
“ეს ქალბატონი აქ აღარ გამოჩენილა, დროებით, სანამ ბინას შეუძენდნენ, მის გადაყვანას დედათა მონასტერში აპირებდნენ,” _ განუცხადა “ფაქტნიუსს” გიორგი ცაგარეიშვილმა.
“საკნების ქალაქში” ყველაზე დიდი პრობლემა ნაგავია _ ბუნკერები გადავსებულია. საკნებში, სადაც “ცელოფანებია” ჩამოფარებული, სიცხის მომატებასთან ერთად, აუტანლად ცხელა.
რუსთაველის გამზირზე “ბიზნესიც” ჰყვავის _ წარმატებით მუშაობენ მზესუმზირის გამყიდველები. ამ ბიზნესმა საკნების ქალაქში აყვავება 9 აპრილის შემდეგ დაიწყო და დღემდე აღმავალი ტემპით მიდის.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 512 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|