აი, ასე: სიტუაცია განიმუხტა. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებამ ჩათრევას ჩაყოლა არ ამჯობინა და 26 მაისს რუსთაველის გამზირზე აღლუმის ჩატარება გა
|
| 14.05.2009, 17:32 |
| უცხოური პრესა პრესიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და რადიკალური ოპოზიციის გუშინდელ შეხვედრაზე აქტიურად წერს. ორშაბათის მოლაპარაკება პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გადადგომას ითხოვდა, უშედეგოდ დასრულდა. ასე იწყებს სტატიას ”უოლ სთრით ჯორნალი”, რომლის აზრით, მოლაპარაკება მიზნად ერთთვიანი კრიზისის დასრულებას ისახავდა. მიხეილ სააკაშვილმა მიანიშნა, რომ მზადაა, ოპოზიციის წარმომადგენლებს მთავრობაში თანამდებობები მისცეს, თუმცა ოპოზიციის მოთხოვნაზე, გადამდგარიყო, უარი თქვა.გამოცემა აქციის მონაწილეთა რაოდენობაზეც ამახვილებს ყურადღებას. გაზეთის აზრით, აქციის მონაწილეთა რიცხვმა მას შემდეგ მოიმატა, რაც გასულ კვირას მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეთა რაოდენობამ 20 000 მიაღწია, როცა სხვა დღეებში რამდენიმე ათასი ადამიანი იკრიბებოდა. მხარეები უმნიშვნელო საკითხებზეც ვერ შეთანხმდნენ, _ ასე აფასებს “ნიუ იორკ თაიმსი” გუშინდელ მოლაპარაკებას. გაზეთი ხაზს უსვამს, რომ მოლაპარაკებაზე მიხეილ სააკაშვილი ერთთვიანი პროტესტისა და ერთკვირიანი დაძაბულობის შემდეგ დასთანხმდა, როცა პოლიციის სამმართველოსთან შეტაკება, ხოლო მუხროვანში ხანმოკლე ბუნტი მოხდა. ოპოზიცია აქციების შეწყვეტას არ აპირებს, პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ვადის ამოწურვამდე გადაგმომას არ აპირებს. მიხეილ სააკაშვილი სამ-საათიანი შეხვედრის პოზიტიურად წარმოჩენას შეეცადა და განაცხადა, რომ დიალოგის გაგრძელება სურს. მოლაპარაკებამ ჩიხი ვერ დასძლია, _ წერს “ფაინენშალ თაიმსი”, _ მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელობა და რეფორმების განხორციელებაში ჩართვა შესთავაზა.გამოცემა ყურადღებას ამახვილებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს, თუმცა პრეზიდენტთან ახალი მოლაპარაკების თარიღი არ დასახელებულა. ამასთან, გაზეთს ოპოზიციის წარმომადგენლების ციტატა მოჰყავს, რომ სააკაშვილისეული აღქმა სიტუაციის, ყველაფერი კარგად არისო, ოპოზიციის ხედვისგან განსხვავდება.”ფაინენშალ თაიმსის” აზრით, ამ დროს რუსთაველზე 5 000 მდე ადამიანი იყო შეკრებილი, რომელთაც რადიკალებმა განუცხადეს, რომ 9 აპრილს დაწყებული პროტესტი გაგრძელდება. ამასთან, გაზეთი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა მოლაპარაკებაზე წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა თავის მიმართვაში განაცხადა, რომ “საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია ფეთქებადსაშიშია”.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 587 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|