დავით ბაქრაძე: ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილის დაჭერას არ აპირებს
|
| 14.05.2009, 17:28 |
| პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სალომე ზურაბიშვილს პასუხობს. პარლამენტის თავმჯდომარემ “საქართველოს გზის” ლიდერის ბრალდებები არასერიოზულად აღიქვა. “სალომე ზურაბიშვილმა ადრე თქვა, რომ ხელისუფლება მის კორუმპირებულობაში დადანაშაულებას და დაჭერას აპირებდა. როგორც ჩანს, მას ჩემი პირიდან უნდა გაიგოს, რომ აგენტად არ ვთვლით და არანაირი ღონისძიების გატარებას მის მიმართ არ ვაპირებთ. საუბრები ნამდვილად არასერიოზულად მეჩვენება და თუ მეტი პოლიტიკური კაპიტალი არ დარჩენიათ, რომ ასეთი ტიპის ჭორებით კვებონ საკუთარი მომხრეები, ძალიან ცუდის ნიშანია,” _ აღნიშნა ბაქრაძემ. შეგახსენებთ, დღეს “საქართველოს გზის” ლიდერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მას “გრუს” აგენტობა დასწამა და ქალთა კოლონიაში მომხდარი ბუნტის ორგანიზებაში დასდო ბრალი.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 595 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|