"სახალხო აფთიაქის” მორიგი ფილიალი ზუგდიდში გაიხსნა
|
| 14.05.2009, 01:12 |
| ფარმაცევტულმა კომპანიამ _ “სახალხო აფთიაქი” მორიგი, ფარმა-მარკეტის ტიპის ფილიალი ზუგდიდში გახსნა. აფთიაქი კოსტავას ქ. 54 ნომერში მდებარეობს. თანამედროვე დიზაინი, ფართო ასორტიმენტი, კვალიფიციური პერსონალი ახალი აფთიაქის სავიზიტო ბარათია. იქ მისულ მომხმარებელს არა მხოლოდ მედიკამენტების, არამედ სამედიცინო დანიშნულების, ბავშის მოვლისა და პირადი ჰიგიენის საგნების დიდი არჩევანი დახვდებათ.კომპანია “სახალხო აფთიაქში” დანერგილი სტანდატების მიხედვით, ახალი აფთიაქის გახსნამდე კონკურსის წესით შერჩეულმა მომსახურე პერსონალმა “სახალხო აფთიაქის” სკოლაში სამთვიანი ტრენინგის კურსი გაიარა. აღსანიშნავია, რომ თითოეული მათგანი ადგილობრივი მოსახლეა. როგორც კომპანიის სხვა ფილიალები, ზუგდიდის აფთიაქი პენსიონერებს და სოციალური შეღავათებით მოსარგებლე მოსახლეობის გარკვეულ ფენებს ფასდაკლებებით მოემსახურება. ზუგდიდის აფთიაქი კომპანიის ქსელში რიგით 37–ეა. მიმდინარე წელს კომპანია 20–ზე მეტი ფილიალის და სამი ფარმა–მარკეტის გახსნას გეგმავს.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 729 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|