ჰიპეტრიქოზი, ანუ ჭარბთმიანობა მანდილოსნებისთვის, განსაკუთრებით, 13-დან 30 წლამდე, ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. რა იწვევს ჭარბთმიანობას და არის თუ არა ეპილაცია ჭარბი თმის მოცილების საუკეთესო საშუალება? ამ და ქალბატონებისთვის სხვა საინტერესო თემებზე “ფაქტნიუსი” კლინიკა “ავერსის” ენდოკრინოლოგს, მაია რურუას ესაუბრა.
_ საშუალო ასაკის მანდილოსნების უმეტესობას ჭარბთმიანობა აწუხებს. ჰიპეტრიქოზის გამომწვევი მიზეზი რა არის?_ ჭარბთმიანობის ძირითადი მიზეზი ორგანიზმში ანდროგენების, ანუ მამაკაცური ჰორმონების მოჭარბებაა, თუმცა ჭარბთმიანობის მიზეზი ზოგჯერ შეიძლება, ჩიყვიც იყოს, თუმცა ეს უფრო ინდივიდუალურია._ ჰიპეტრიქოზის მიზეზი შესაძლოა, ჭარბი წონა იყოს?_ დიახ, თუმცა ამ დროს ორგანიზმში ერთგვარ გაუგებრობა ხდება: ჭარბმა წონამ შეიძლება, ჭარბთმიანობა გამოიწვიოს, ან პირიქით.
_ ჭარბთმიანობა თავს ზოგჯერ ფეხმძიმობისა და ხანშიშესულობაშიც იჩენს ხოლმე... _ ასაკოვან ქალებში ჭარბთმიანობა ხშირად ფიზიოლოგიურია, ანუ ამ დროს ორგანიზმში სხვადასხვა სახის დარღვევა მიმდინარეობს და გამომწვევი მიზეზიც სხვადასხვანაირია. ფეხმძიმეებში, თუ ზემოთქმული ორი მიზეზი გამოირიცხა, მაშინ ჭარბთმიანობა მედიკამენტოზურია. ნებისმიერმა მედიკამენტმა, რომელზეც ჩვეულებრივ ადამიანს რეაქცია არ აქვს, შესაძლოა, ფეხმძიმეს ჰიპეტრიქოზი განუვითაროს. _ არის შემთხვევები, როცა ბავშვი ჭარბთმიანი იბადება, ანუ ჰიპეტიქოზი მუცლადყოფნის დროს ვითარდება. ფეხმძიმობის დროს ამის დიაგნოსტიკა შესაძლებელია თუ არა და როგორ უნდა აიცილოს მშობელმა ეს პრობლემა?_ ეს ერთგვარი ანომალიაა და, მედიცინის მიღწევების მიუხედავად, ამის წინასწარ დიაგნოსტიკა და, შესაბამისად, თავიდან აცილებაც შეუძლებელია. ბავშვის დაბადების შემდეგ კი ჭარბთმიანობის მიზეზის დადგენა და მკურნალობა ჩვეულებრივ მოხდება.
_ ქალბატონო მაია, ჭარბი თმის მოცილების არაერთი საშუალება არსებობს _ კოსმეტიკური საშუალებები, მალამოები, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობით მაინც ეპილაცია სარგებლობს. რამდენად გამართლებულია ეპილაცია და რა არის თმის მოცილების საუკეთესო საშუალება?მიზეზს გააჩნია. თუ ჰიპეტრიქოზი განვითარებულია ორგანიზმიდან, აუცილებელია ენდოკრინოლოგის ან გინეკოლოგის, ზოგიერთ შემთხვევაში კი ქირურგის ჩარევაც. მკურნალობის პროცესი ხანგრძლიავია, ჭარბი თმა აღარ ამოდის, ამოსული კი ცვენას იწყებს. ასეთ დროს ეპილაცია ორგანიზმის სტიმულაციას გამოიწვევეს და ორჯერ მეტი თმა ამოვა.თუ გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჭარბთმიანობა მხოლოდ ფიზიოლოგიური პრობლემაა, დასაშვებია მისი კოსმეტიკური საშუალებით ან ეპილაციით მოცილება.
|