მამუკა კაციტაძე: 26 მაისს სააკაშვილს საქართველოდან გავაძევებთ!
|
| 14.05.2009, 01:11 |
| რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხს მამუკა კაციტაძემ მიმართა. კაციტაძის თქმით, ოპოზიცია დიალოგზე იმიტომ წავიდა, საზოგადოებას დაენახა, რომ მათ დიალოგი შეუძლიათ და ამის შემდეგ დაენახა პრეზიდენტის პოზიცია. “ის, რომ ქვეყანა არ არის კრიზისში, ის, რომ ქვეყანაში არის ყველაფერი კარგად იმის მაჩვენებელია, რომ ეს ადამიანი, ვინც ასე ფიქრობს, არ არაის ჯანსაღი,” _ განაცხადა “ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელმა, კაციტაძემ. მისი თქმით, ოპოზიცია რეგიონებში გასვლებს დაიწყებს და აქციები უფრო გამძაფრდება.“26 მაისს ეროვნულ სტადიონზე მოვა უამრავი ადამიანი და შემდეგ, მსვლელობით შემოუერთდებიან რუსთველზე სამოქალაქო აღლუმს. სტადიონზე სკამები დანომრილია და იქ მაინც დაინახავს ხელისუფლება, თუ რამდენი ხალხი იქნება. 26 მაისი _ ეს იქნება აღლუმი დამოუკიდებლობისა და დედაქალაქიდან გაძევებული პრეზიდენტის, ეს იქნება პირველი 26 მაისი სააკაშვილის გარეშე,” _ განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 547 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|