ვლადიმერ პუტინს კოლეგებისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრემიერი გამორჩა
|
| 13.05.2009, 23:20 |
რუსეთის პრემიერ ვლადიმერ პუტინს დიდ სამამულო ომში გამარჯვების მისალოც წერილში, რომელიც კოლეგებს გაუგზავნა, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის პრემიერი ასლანბეკ ბულაცევი გამორჩა. ამის შესახებ „რეგნუმი“ იუწყება. პუტინის მილოცვა დსთ-ს წევრი ქვეყნების პრემიერებმა და სოხუმის მარიონეტული რეჟიმის პრემიერმა ალექსანდრე ანქვაბმა მიიღეს. „ჩვენი საერთო იდეალების ურყევობა და მათი დაცვისთვს მზაობა კიდევ ერთხელ დადასტურდა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების დროს“, - ნათქვამია პუტინის მიერ ანქვაბისთვის გაგზავნილ წერილში. მილოცვის წერილი არ მიუღია ასლანბეკ ბულაცევს, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრემიერად 2008 წლის ოქტომბერში დაინიშნა, მაგრამ მოვალეობის შესრულება დღემდე არ დაუწყია და მკურნალობს. „ამგვარად, პუტინის მიერ დაშვებულმა გამონაკლისმა აჩვენა, რომ ბულაცევი, ფაქტობრივად, გადაყენებულია“, - იუწყება „რეგნუმი“.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 581 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|