აშშ ადამიანთა უფლებების საკითხებში გაეროს საბჭოს წევრი პირველად გახდა
|
| 14.05.2009, 01:10 |
| გუშინ, გაეროს გენერალურ ასამბლეაში არჩევნები შედგა, სადაც ადამიანთა უფლებების საკითხებში გაეროს საბჭოს შემადგენლობა უნდა განსაზღვრულიყო. “ვზგლიად.რუ”-ს ინფორმაციით, ამ საბჭოში აშშ პირველად იქნა არჩეული, ხოლო რუსეთი მეორე ვადითაც დარჩა. ინფორმაციის თანახმად, რუსეთმა 191 ხმიდან 146 დააგროვა, ამერიკამ _ 167 ხმა. შეგახსენებთ, რომ გენერალური ასამბლეის 2006 წლის 15 მარტის რეზოლუციის თანახმად, გაეროს საბჭო 47 წევრისაგან შედგება, რომელშიც რუსეთი მისი შექმნის მომენტიდან შედის და წევრობის პირველი ვადა 2009 წლის ივნისში ეწურება.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 645 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|