ოთხშაბათი, 08.04.2026, 06:52

მოგესალმები სტუმარო | RSS

მთავარი » ფაილები » News

სახალხო დამცველის ოფისი სოზარ სუბარის საგანგებო განცხადებას აქვეყნებს
13.05.2009, 23:17
სახალხო დამცველის ოფისი სოზარ სუბარის საგანგებო განცხადებას აქვეყნებს.
“უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავ იმ განცხადების გამო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 11 მაისს, ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა”, _ აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
სუბარი მიიჩნევს, რომ არც ერთ მოქალაქეს და, განსაკუთრებით საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც კონსტიტუციის დაცვის გარანტი უნდა იყოს, არა აქვს უფლება თავის პოლიტიკურ პარტნიორებთან თუ ოპონენტებთან შეთანხმებით თუ გარიგებით კანონის აღსრულებაზე მორატორიუმი გამოაცხადოს. 
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო და ანტიკონსტიტუციური ქმედებაა და ქვეყნის პირველი პირისგან მომდინარე ამგვარი მორატორიუმები დამახასიათებელია მხოლოდ ავტორიტარული ქვეყნებისთვის, სადაც აღიარებულია, რომ კანონი თავად პირველი პირია.
“საქართველოში არსებული მწვავე პრობლემების უპირველესი სათავე სწორედ ისაა, რომ კანონი არ კანონობს, არის შერჩევითი სამართალი და ხელისუფლება კანონის აღსრულებაზე მაშინ აცხადებს მორატორიუმს, როცა ეს საჭიროდ მიაჩნია. სწორედ ამიტომ ჩვეულებრივ ყოველდღიურობად იქცა მოქალაქეთა ცემა და წამება, მათი საკუთრების ხელყოფა, დაშინება და ა.შ.”, _ აღნიშნულია განცხადებაში.
სუბარი ასევე მიიჩნევს, რომ სწორედ ამ დანაშაულებრივი მორატორიუმის მსხვერპლი გახდა ადამიანის უფლებები საქართველოში. სიტუაციის განმუხტვის მიზნით ხელისუფლება უკანონო მორატორიუმებს კი არ უნდა აცხადებდეს, არამედ უნდა დაისაჯოს ყველა, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ვინც არღვევდა ადამიანის უფლებებს და ამეტებდა უფლებამოსილებას.
“დამნაშავეთა დაუსჯელობა იქნება ნათელი გზავნილი, რომ საქართველოში კვლავ არ იქნება კანონის უზენაესობა, კვლავ იარსებებს შერჩევითი სამართალი და ადამიანის უფლებების დარღვევა კვლავ იქნება წახალისებული”, _ აცხადებს სუბარი.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 11 მაისს, ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დაპირისპირების განმუხტვის მიზნით, რადიკალურ ჯგუფებს საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს გადამეტებული პოლიტიკური ემოციების ნიადაგზე მომხდარი ყველა სამართალდარღვევის შემდგომ ძიებასა და სამართლებრივ დევნაზე მორატორიუმი შესთავაზა.

კატეგორია: News | დაამატა: bimbo
ნანახია: 578 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
s"> .lols { background:#575757 none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#f7f7f7; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .lols:hover { background:#918e8e none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#f7f7f7; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .disable { background:#D82020 none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#FFFFFF; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .disable:hover { background:#E33939 none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#F3F3F3; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .posts { background:#1E90FF none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#FFFFFF; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .posts:hover { background:#00BFFF none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#F3F3F3; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; }
?????? *:
Email:
???? *: