ლონდონში მცხოვრებმა ქართველებმა საპროტესტო აქცია გამართეს
|
| 15.05.2009, 22:39 |
ლონდონის კვლევით ცენტრ ~ჩეთემ ჰაუზის~ წინ ლონდონში მცხოვრებმა ქართველებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია სწორედ იმ დროს მიმდინარეობდა, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ცენტრში ბრიტანელ ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს საქართველოში არსებულ ვითარებას აცნობდა. აქციის მონაწილეებმა თბილისში მიმდინარე მიტინგის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციაში ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ. პრემიერ-მინისტრი აქციის მონაწილეებს გაესაუბრა და მათ ხელისუფლების მიერ ოპოზიციისადმი შეთავაზებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 633 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|