საზოგადოებრივ მაუწყებელთან ოპოზიციის აქცია დასრულდა
|
| 15.05.2009, 22:47 |
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ოპოზიციის აქცია დასრულდა. საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაკეთებული განცხადებები, ძირითადად, ტელეკომპანიებს “იმედის”, “რუსთავი 2”-ის და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას ეხებოდა, რომლებმაც პირველ არხთან მიმდინარე აქციების გაშუქებაზე უარი თქვეს. ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც აქციაზე იმყოფებოდნენ, ჟურნალისტებს მოუწოდებდნენ, გამოხატონ პროტესტი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გამო. ოპოზიციის ლიდერებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს და მოუწოდეს შეკრებილებს, პარლამენტის შენობის წინ 17.00 საათზე შეიკრიბონ.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 537 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|