საპარლამენტო ოპოზიცია ევროპულ საპარლამენტო მოდელზე კონსულტაციებს გააგრძელებს
|
| 15.05.2009, 22:37 |
საპარლამენტო ოპოზიცია მმართველობის ევროპული საპარლამენტო მოდელის შემოღებაზე თანხმდება, თუმცა, მის დეტალებზე კონსულტაციებს კვლავ გააგრძელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძე განუცხადა ჟურნალისტებს. მისივე თქმით, საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ძალები ერთსულოვნად თანხმდებიან, რომ აუცილებელია ქვეყანაში გადმოღებული იყოს ევროპული საპარლამენტო მოდელი, თუმცა საპარლამენტო უმცირესობაშიც არსებობს რიგ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები, რაზეც კონსულტაციები გაგრძელდება. რაც შეეხება დღევანდელი კონსულტაციების თემას, როგორც გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს საკონსტიტუციო კომისიის საორგანიზაციო საკითხები’ საპარლამენტო უმცირესობა უკვე ჩამოყალიბებულია გარკვეულ მიდგომებთან დაკავშირებით, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციას სურს, რომ ეს მიდგომები სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც გაუზიაროს. “საპარლამენტო ოპოზიცია მზად არის, განიხილოს არა მხოლოდ საკონსტიტუციო კომისის შექმნის იდეა, არამედ მისი მუშაობის უკვე კონკრეტული მექანიზმები”,-აღნიშნა დეპუტატმა. ამასთან, გიორგი თარგამაძე მნიშვნელოვანი უწოდა იმას, რომ მთელი რიგი საკითხები შეთანხმებული იყოს არა მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციაში, არამედ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამეცნიერო წრეებთან.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 565 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|