ოთხშაბათი, 08.04.2026, 08:09

მოგესალმები სტუმარო | RSS

მთავარი » ფაილები » News

საპარლამენტო ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა მაქსიმუმ ერთ წელში უნდა დასრულდეს
15.05.2009, 22:36
საპარლამენტო ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში უნდა დასრულდეს და ასეთ ვადას, მაქსიმუმ ერთ წელს ასახელებენ.
როგორც სასტუმრო “ძველ თბილისში” გამართული საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური ძალების კონსულტაციების შემდეგ ჟურნალისტებს “ეროვნულ დემოკრატიული პარტიის” ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ განუცხადა, მათი მოთხოვნა იქნება საკონსტიტუციო კომისიის შეკრებისთანავე, განსაზღვრული იყოს კონკრეტული ვადები კომისიის მუშაობის დასრულებასთან დაკავშირებით. 
მისი თქმით, კომისიამ მუშაობა მაქსიმუმ ერთ წელში - მომავალი წლის გაზაფხულამდე უნდა დაასრულოს, თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება. 
რაც შეეხება ახალ კონსტიტუციას, საპარლამენტო ოპოზიცია ასევე თანხმდება, რომ აუცილებელია ახალი კონსტიტუციის მიღება და არა კონსტიტუციაში ცვლილებები.
როგორც გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საჭიროა ახალი კონსტიტუცია არა იმიტომ, რომ სააკაშვილი ან სხვა კონკრეტული პიროვნებები არ მოსწონს არამედ იმიტომ, რომ არსებულმა კონსტიტუციამ ვერ გაამართლა და ვერ შექმნა ქვეყანაში სტაბილური, დემოკრატიული განვითარების წინა პირობები. ამასთან, გიორგი თარგამაძე აღნიშნავს, რომ არსებულმა კონსტიტუციამ ქვეყანაში სოციალური გარანტიები ვერ უზრუნველყო და ა.შ.  
ძველ კონსტიტუციაში გამოტოვებულია თვითმმართველობის თემა და ა.შ. თუმცა, დეპუტატები აცხადებენ, რომ დღეს ამ დეტალებზე საუბარი არ ყოფილა და ეს შემდგომი კონსულტაციების საკითხია. კონსულტაციები კი საპარლამენტო ოპოზიციაშიც გაგრძელდება და ასევე საპარლამენტო ოპოზიცია მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ითანამშრომლებს არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, არასამთავრობო სექტორთან და სამეცნიერო წრეებთან.
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
ნანახია: 561 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
s"> .lols { background:#575757 none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#f7f7f7; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .lols:hover { background:#918e8e none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#f7f7f7; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .disable { background:#D82020 none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#FFFFFF; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .disable:hover { background:#E33939 none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#F3F3F3; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .posts { background:#1E90FF none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#FFFFFF; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .posts:hover { background:#00BFFF none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#F3F3F3; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; }
?????? *:
Email:
???? *: