საზოგადოებრივ მაუწყებელთან ე.წ. სირცხვილის დერეფანი გრძელდება
|
| 15.05.2009, 22:48 |
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ოპოზიციის მიერ მოწყობილი ე.წ. სირცხვილის დერეფანი გრძელდება. რამდენიმე წუთის წინ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივიდა “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელი თინა ხიდაშელი, რომელიც ჟურნალისტებს ურჩევს, პროტესტი გამოხატონ, როცა შეურაცხყოფენ, სიტყვის თავისუფლებას უზღუდავენ, სიუჟეტებს უჭრიან და მაშინ ასეთი სირცხვილის კორიდორების მოწყობა საჭირო აღარ იქნებოდა. რაც შეეხება კოსტავას ქუჩის გახსნას, თინა ხიდაშელი, როგორც ოპოზიციის სხვა ლიდერები, აცხადებს, რომ ეს იყო ოპოზიციის ერთობლივი გადაწყვეტილება. “გზა გაიხსნა, რათა გზის ჩაკეტვამ თავისი ფუნქციები უკვე შეასრულა, დისკომფორტი შეუქმნა მერიას. შესაბამისად, ყველა აქციას აქვს დასაწყისი და დასასრული”, _ აღნიშნა თინა ხიდაშელმა. ამასთან, “რუსთავი 2”-მა, “იმედმა” და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პიკეტირების გაშუქებაზე დღეიდან უარი თქვა.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 575 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|