ნინო ბურჯანაძე - პრეზიდენტი საერთაშორისო მასშტაბებით იტყუება
|
| 15.05.2009, 22:32 |
სამარცხვინოა, როცა ქვეყნის პრეზიდენტი არა მარტო ლოკალურად, არამედ საერთაშორისო მასშტაბებით იტყუება. ასეთი განცხადება გააკეთა პარლამენტთან ჟურნალისტებთან საუბრისას ნინო ბურჯანაძემ. მისი თქმით, პრეზიდენტის პრესსამსახურმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სააკაშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გააყალბა. ბურჯანაძის განცხადებით, საუბარი იყო იმაზე, რომ ბაიდენი საქართველოს მთლიანობას უჭერს მხარს, ხოლო ქართულ თარგმანში ხაზგასმული იყო, თითქოს ბაიდენი მხარდაჭერას მიხეილ სააკაშვილს უცხადებს. ~დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს~ ლიდერის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მოატყუა არა მარტო თავისი ხალხი, არამედ მსოფლიო.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 558 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|