კოდორის ხეობის სოფელ ომარიშარაში იარაღის საწყობი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ „იტარ-ტასი“ იუწყება. სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე გარი კუპალბას განცხადებით, საწყობში ტანკსაწინააღმდეგო 52 ნაღმი, 100 კილოგრამზე მეტი ტროტილი, ტანსაცმელი და ლეიბები იპოვეს. მისი თქმით, აფხაზურმა სპეცსამსახურებმა საწყობის ძებნა ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ დაიწყეს და ოპერაცია ორ კვირაში დაასრულეს. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მტკიცებით, ქართული სპეცსამსახურები კოდორის ხოებაში ტერაქტებს აფხაზი სამხედროების, რუსი მესაზღვრეებისა და მოსახლეობის იმ ნაწილის წინააღმდეგ გეგმავდნენ, რომლებიც სოხუმის რეჟიმთან თანამშრომლობენ.
|