რუსეთი თავისი ქმედებით თავს იზოლაციაში იქცევს. ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილმა რუსეთის მიერ საქართველოში ეუთოს მისიის მანდატის გაგრძელების საკითხის დაბლოკვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, თუ რუსეთი მცირე, მაგრამ მაინც კონსტრუქციულ ნაბიჯებს არ გადადგამს, ადრე თუ გვიან თავს სრულ იზოლაციაში აუცილებლად მოიქცევს. ~რასაც ახლა სთხოვდნენ, ეს იყო უმცირესი, მინიმუმი, რაც რაციონალურ მოთამაშეს შეიძლება მოსთხოვო. როცა ამაზეც უარს ამბობს, სხვა არაფერი რჩება საერთაშორისო თანამეგობრობას გარდა იმისა, რომ რუსეთთან ტონი გაამკაცროს ~, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
|