100 მოსწავლე სასწავლებლად ამერიკაში გაემგზავრება
|
| 13.05.2009, 22:58 |
| ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში 100 უფროსკლასელი მოსწავლე სასწავლებლად ამერიკაში გაემზავრება. მიმდინარე წელს ხელი მოეწერა “აშშ-საქართველოს ქარტიას,” რომლის გაფორმების შემდეგაც განათლების სფეროში საქართველო-ამერიკის თანამშრომლობა ახალ ფაზაში შევიდა. ახალი შეთანხმების თანახმად, საქართველოს მთავრობა პირველად დააფინანსებს 50 მოსწავლეს, რომლებიც 1 წელი ამერიკაში ისწავლიან. ამ საკითხზე ბიუჯეტიდან 1 მლნ. ლარამდე გათვალისწინებული. FLEX-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სკოლებიდან შერჩეული 50 უფროსკლასელი, ერთი აკადემიური წლით მიემგზავრება ამერიკის სეერთებულ შტატებში სასწავლებლად, პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება დამ ას ამერიკის მხარე სრულად აფინანსებს.ამიერიდან, იგივე პირობებით პროგრამის _ “საქართველოს უფროსკლასელ მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში” ფარგლებში, კიდევ 50 ბავშვის ამერიკაში სწავლას ქართული მხარე დააფინანსებს.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 592 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|