მიხეილ სააკაშვილი იორდანიაში ჯონ ქერის შეხვდა
|
| 16.05.2009, 21:30 |
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იორდანიაში ამერიკელ სენატორ ჯონ ქერის შეხვდა. დახურულ შეხვედრაზე მხარეებმა კონფლიქტების, საქართველოში არსებულ ვითარებასა და ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრეს. „განვიხილეთ ეკონომიკური საკითხები და ის ვითარება, რომელიც საქართველოშია შექმნილი. ასევე ვისაუბრეთ აფხაზეთსა და სამხერთ ოსეთში არსებულ ვითარებაზე”, - განაცხადა ქერიმ. მისი თქმით, აშშ მზადაა საქართველოს ეკონომიკური დახმარება აღმოუჩინოს. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება მალე გამოსწორდება. “ჩვენ ქართულ მხარესთან ამ კუთხით პროდუქტიული ურთიერთობა გვექნება. საქართველოსთან ვაწყობთ ურთიერთობას, როგორც დემოკრატიულ ქვეყანასთან, სახელმწიფოსთან, რომლის დემოკრატიაზეც სერიოზული პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება. სააკაშვილი და მისი გუნდი სწორედ ამ წინააღმდეგობებს აწყდება~, - განაცხადა ქერიმ. საქართველოს პრეზიდენტი იორდანიაში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. იგი ასევე სიტყვით გამოვა G11-ის სამიტზე, რომელიც ამანში გაიმართება.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 550 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|