მოსკოვი „ნაბუკოს“ გაზსადენის პროექტს ანტირუსულ პროექტად არ განიხილავს
|
| 17.05.2009, 13:13 |
მოსკოვი „ნაბუკოს“ გაზსადენის პროექტს ანტირუსულ პროექტად არ განიხილავს და მასში აზერბაიჯანის მონაწილეობას ამ ქვეყნის სუვერნულ უფლებად აფასებს, - განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭვდის დეპარტამენტში. „ვადასტურებთ, რომ არ გვაქვს არაფერი „ნაბუკოს“ საწინააღმდეგო, მითუმეტეს თუ ეს პროექტი მომგებიანი იქნება მათთვის, ვინც მზად არის, მასში მონაწილეობა მიიღოს“, - რუსეთის აღნიშნავენ საგარეო უწყებაში. „ნაბუკოს“ პროექტის ღირებულება 7,3 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. გაზსადენის წლიური გატარების მოცულობა, წინასწარი ინფორმაციით, 30 მლრდ კუბ.მეტრით არის განსაზღვრული. „ნაბუკოსთვის“ გაზის პოტენციურ მიმწოდებლებად აზერბაიჯანი, ირანი, თურქმენეთი და ერაყი სახელდებიან. გაზსადენი კასპიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში მოპოვებული გაზის საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპაში ტრანსპორტირების მიზნით შენდება.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 614 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|