ოპოზიცია დღეს ისანსა და ნაძალადევში მიტინგებს გამართავს
|
| 17.05.2009, 13:23 |
ოპოზიცია თბილისის რაიონებში დღეს ე.წ. გასვლით მიტინგებს გამართავს. 13:00 საათზე მიტინგი ისნის მეტროსთან, 15:00 საათზე კი, დადიანის ქუჩაზე მდებარე „პლეხანოვის კლუბთან“ ჩატარდება. დღესვე, 17:00 საათზე პარლამენტის წინ ოპოზიციის ტრადიციული საინფორმაციო მიტინგი გაიმართება. ოპოზიციამ 26 მაისამდე მოქმედების კონკრეტული გეგმა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც გასვლითი აქციები და საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან შეხვედრებია დაგეგმილი. ოპოზიციის ლიდერეთა განცხადებით, ემზადებიან 26 მაისისთვის და ახდენენ ხალხის მობილიზებას. 26 მაისს კი, ეროვნული სტადიონიდან რუსთაველის გამზირისაკენ საერთო სახალხო მსვლელობა იგეგმება.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 602 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|