გოგა ხაინდრავა - ხელისუფლება 26 მაისს რიკოთის უღელტეხილის გადაკეტვას გეგმავს
|
| 16.05.2009, 21:26 |
გოგა ხაინდრავას თქმით, ხელისუფლება 26 მაისს რიკოთის უღელტეხილის გადაკეტვას გეგმავს, რათა ხალხმა თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხოს. ამის შესახებ ხაინდრავამ პარლამენტთან მიმდინარე მიტინგზე განაცხადა და დასძინა, რომ მათ ეს არ გამოუვათ. მისი თქმით, ხალხის ბრძოლა უშედეგოდ არ ჩაივლის და ის დღეები ყველას ნათლად გაახსენდება, რაც ამ დროის განმავლობაში გაატარეს. ხაინდრავას განცხადებით, არსებული ხელისუფლება ქართველობის ფესვიანად ამოძირკვას ცდილობს, თუმცა ხალხი ამის საშუალებას არ მისცემს. მისივე თქმით, ხელისუფლებას ძალიან ეშინია ისეთი ოპოზიციონერი ლიდერების, როგორიც ირაკლი ალასანიაა, რადგან ხალხი მტყუან-მართალს კარგად არჩევს. ~ოპოზიციონერი ლიდერები თავიანთი წარსულითა და აწმყოთი ხალხის წინაშე ისეთივე “სიშიშვლით” დგანან, როგორც აბანოში~,-დასძინა ხაინრავამ. მისივე თქმით, ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება და საქართველო მკვდრეთით აღსდგება ისევე, როგორც ყოველწლიურად ხდება ქრისტეს აღდგომა და წმინდა ცეცხლის გადმოსვლა. 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას ხაინდრავამ განაცხადა, რომ ის ხალხი, ვინც მიტინგზე ვერ, შეუძლიათ გამოვიდნენ საკუთარ სადარბაზოებთან, საკუთარ ქუჩებში, რადგან ვერტმფრენებიდან გადაიღებენ და ყველა ნახავს, თუ რამდენი ადამიანი გამოდის არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 588 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|