იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი სოჭში იმყოფება. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იტყობინება. სოჭში დღეს იტალიისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, ბერლუსკონი და პუტინი პროექტ „სამხრეთ ნაკადის“ დოკუმენტის გაფორმებას დაესწრებიან.