სამშაბათი, 07.05.2024, 21:23

მოგესალმები სტუმარო | RSS

მთავარი » ფაილები » News

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 122
ნაჩვენებია მასალა: 1-10
გვერდები: 1 2 3 ... 12 13 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ჩატვირთვებით · ნახვებით

ლონდონში "ცოცხალი ქანდაკებისთვის" 2500 მოხალისეს ეძებენ

ბრიტანელმა სკულპტორმა ენტონი ჰორმლიმ გამოაცხადა, რომ 2400 მოხალისეს ეძებს, რომლებიც უნიკალური "ცოცხალი სკულპტურის" შექმნაში უნდა დაეხმარონ.

ავტორი: ADMIN null (0) null

ესაა M1 Mbook მინი ლეპტოპი, რომელიც შექმნილია კორეული კომპანია UMID-ის მიერ. netbook ბაზარი თანდათან იხვეწება და მინი ლეპტობების ურო ფართი ასორტიმენტს სთავაზობს მომხმარებელს, UMID M1 -იც სწორედ ერთ-ერთი მათგანია. ეს პატარა მბრწყინავი ნივთი, მართლაც რომ ძაილან პატარაა, უფრო პატარა ვიდრე რომელიმე რბილყდიანი წიგნი ან თუნდაც ძველისძველი Psion PDA.

ავტორი: ADMIN null (0) null


„მადაგასკარის“ მესამე სერია 2012 წელს გამოვა

კინოსტუდია DreamWorks-მა უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანიმაციური ფილმის, „მადაგასკარი“-ს მესამე ნაწილზე მუშაობა დაწყებულია, ხოლო მათმა წარმომადგენელმა ჯეფრი კანცბერგმა განაცხადა რომ მულტფილმი 2012 წლისათვის უკვე ეკარებზეც გამოვა. ნახატი ფილმის მესამე ნაწილის რეჟისორი ტომ მაკგრათი იქნება, მისი თქმით ძირითადი იდეა მულტფილმის გმირების ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის ზოოპარკში დაბრუნება იქნება, თუმცა იგი მზადაა განიხილოს სხვა, ალტერნეტიული ვარიანტებიც, რაც სავარაუდოთ მოქმედების, დედამიწის რომელიმე სხვა წერტილში განვითარებას გულისხმობს. 2008 წელს გამოსულმა სერიამ, რომლის ბიუჯეტიც 150 მილიონ დოლარს შეადგენდა, მსოფლიო გაქირავებაში 293 მილიონი დოლარი მოაგროვა.

ავტორი: ADMIN null (0) null

ნასა 2020 წლისათვის მთვარეზე ავანპოსტის აგებას გეგმავს. ამ გეგმის განხორციელებას ის აპირებს მანქანა- რობოტებით- robo Tonka, რომლებიც მთვარეზე შეასრულებენ ყველანაირ სამშენებლო სამუშაოს. ამ პროექტთან დაკავშირებით ნასასთან თანამშრომლობენ ასტრობოტიკის ტექნოლოგები და მკვლევარები Carnegie Mellon-ს უნივესიტეტიდან. ისინი ნასასთან ერთად ცდილობენ გეგმა უფრო დახვეწონ და შექმნან რობოტის ისეთი ტიპი, რომელიც მარტო შეძლებს ამ სამშენებლო პროექტის რეალურად განხორციელებას.

ავტორი: ADMIN null (0) null

Art Lebedev სტუდიამ შექმნა შესანიშნავი ნივთი, რომლიც USB-ბის პრობლემას მარტივად და მოხერხებულად მოგიგვარებთ. ალბათ ყველას ქონია პრობლემა იმისა, რომ თქვენს კომპუტერს აღარ აქვს საკმარისი USB პორტი, რათა ერთდროულად მიაერთოთ თქვენთვის სასურველი ყველა გაჯეტი და მოწყობილობა.

არსებობს ათასნაირი, სხვადასხვა ფერისა და ზომის შესერთებლები, ამის გამო ბევრი იბნევა და სურთ რაღაც ისეთი რომელიც მარტივად მუშაობს, მოსახერხებელია და თანაც საკმაოდ ლამაზიც. გამოსავალი კი ეს სამკუთხედის ფორმის პრიზმაა, სადაც ერთდროულად რამოდენიმე USB-ს აერთებ.

ნივთი ძალიან ლამაზი და კრეატიულია, თანაც Pink Floyd-ს გვაგონებს , და სინათლის სხივის გარდატეხას გამოხატავს შვიდ ძირითად ფერად.
პრიზმაში ერთდროულად შეგიძლია მიაეროთ 7 USB ანუ გამოიყენოთ შესაბამისი დანიშნულების მიხედვით და პლიუს გაახალისოთ თქვენი ინტერიერი

ავტორი: ADMIN null (0) null
დეპუტატი ჯონდი ბაღათურია პრეზიდენტისთვის ასაკობრივი ცენზის გაზრდის საკითხის გააქტიურებას გეგმავს.
როგორც ბაღათურიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „ქართულ დასში“ მზადდება ინიციატივა, რომელიც აღნიშნულ საკითხს ითვალისწინებს. იმის გამო, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის ასაკობრივი ცენზი კონსტიტუციით არის განსაზღვრული, ბაღათურია ამ საკითხს იმ საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებშიც დასვამს, რომელიც ახალ კონსტიტუციაზე იმუშავებს.
მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტობის კანდიდატი 35 წლის უნდა იყოს, რაც ბაღათურიას დაუშვებლად მიაჩნია და აცხადებს, რომ პრეზიდენტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს უფრო მეტი გამოცდილება, ვიდრე ეს 35 წლის ადამიანს აქვს. 
ამას გარდა, ბაღათურიას მიაჩნია, რომ უნდა გაიზარდოს მოსამართლის ასაკობრივი ცენზიც, რაც დღეს 28 წელია.
დეპუტატი ასევე ითხოვს, დაწესდეს ასაკობრივი ცენზი პედაგოგებისთვისაც, რათა აღმოიფხვრას სკოლებში გამოუცდელი და არასაკმარისი განათლების მქონე პედაგოგების დასაქმების პრაქტიკა, რაც ბაღათურიას მომავალი თაობებისთვის დამღუპველად მიაჩნია.


ავტორი: bimbo null (0) null
ოპოზიციამ გორში „მიხეილ სააკაშვილის თასზე“ იმპროვიზებული გარბენი მოაწყო, რომლის მთავარი პრიზი „ტყლაპის ჰალსტუხი“ იყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აქციის მონაწილე დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა აცნობა, გარბენი გაიმართა იმ ადგილას, სადაც გორის დაბომბვისას მიხეილ სააკაშვილი დაეცა მიწაზე და სტუმარი – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარდ კუშნერი მიატოვა.
„ეს იყო აქცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი არ უნდა იყოს ქვეყნის მთავარსარდალი და მოეწყო იმ ადგილას, სადაც ქვეყნის მთავარსარდალმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანას ყველაზე დიდი სირცხვილი აჭამა“, – დასძინა ცაგარეიშვილმა.
ოპოზიციის მიერ გამართული გარბენის აქციაში მთავარი პრიზი „ტყლაპის ჰალსტუხი“ გადაეცა გია გაჩეჩილაძეს – „უცნობს“, რომელმაც, ცაგარეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ ჰალსტუხის ჭამის ცნობილი კადრის მსგავსად, მას გემო გაუსინჯა.
ამის შემდეგ, „უცნობი“, ასევე სააკაშვილის მსგავსად „განერთხო“ იმ ადგილას, სადაც ასევე ცაგარეიშვილის განცხადებით, გორის დაბომბვისას მიხეილ სააკაშვილი „განერთხო“ და ის ადგილი ოპოზიციამ სიმბოლურად ფანქრითაც შემოხაზა.
იმპროვიზებული აქციის შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა მსვლელობა მოაწყეს სტალინის ძეგლიდან აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალამდე და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ამჟამად ოპოზიციის კოლონა უფლისციხესთან იმყოფება, სადაც ღამეს გაათევენ, ხვალ კი მცხეთისკენ დაიძვრებიან. ცაგარეიშვილის განცხადებით, ოპოზიციის კოლონას მხარდამჭერები დროდადრო უერთდებიან. „ბოლო ორი საათის განმავლობაში უკვე 50-მდე მანქანა შემოგვიერთდა“, – აღნიშნა მან.


ავტორი: bimbo null (0) null
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა ნათლობა დასრულდა. ამჟამად უწმინდესი და უნეტარესი ილია II დაბრძანებულია საპატრიარქო ტახტზე და თავის ნათლულებს ლოცავს.
 ყველა ახლად მონათლული ჩვილი პატრიარქთან მიჰყავს თავის ნათლიას და შემდეგ პატრიარქი მას ლოცავს. უწმინდესმა და უნეტარესმა მიულოცა ყველა ოჯახს, ვისი შვილიც დღეს მოინათლა.
 დღეს დაახლოებით 600-მდე ჩვილი მოინათლა და პატრიარქს უკვე 2000-ზე მეტი ნათლული ჰყავს. აღნიშნულ ტრადიციას უწმინდესმა საფუძველი 2008 წლის 18 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე ჩაუყარა და პატრიარქი ყველა ჯვარდაწერილი ოჯახის მესამე და მომდევნო შვილს ნათლავს.

ავტორი: bimbo null (0) null
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორსა და კარალეთში მოსახლეობას შეხვდა. 
 კარალეთში საქართველოს პრეზიდენტმა განახლებული საბავშვო ბაღის შენობა დაათვალიერა. 
 მიხეილ სააკაშვილი ბაღის მასწავლებელთა ხელფასის ოდენობით დაინტერესდა. როგორც ბაღის პედაგოგმა პრეზიდენტს განუცხადა ხელფასების ოდენობა მინიმალურია.  
სააკაშვილმა შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულს ლადო ვარძელაშვილის მათი ხელფასების საკითხის მიხედვა დაავალა და ბაღის პედაგოგებს დაზღვევასთან დაკავშირებით საკითხის მოგვარებასაც დაჰპირდა. 
 ბაღის შენობის პირველი სართული აგვისტოს ომის დროს დაზიანდა. იგი საფრანგეთის ქართველთა სათვისტომოს ინიციატივით გარემოტდა და თანამედროვე ინვენტარით მოეწყო. სამუშაოების ღირებულებამ 58 ათასი ლარი შეადგინა. ბაღში 16 ადმიანია დასაქმებული. 
 პრეზდეტნტთან ერთად, კარალეთში საფრანგეთის ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე ოთარ ზურაბიშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც სათვისტომოს სახელით ემიგრანტების მხარდაჭერა გამოხტა. 
 როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების დახმარება და სოლიდარობა საქართველოს მიმართ.

ავტორი: bimbo null (0) null
მუხროვანის ამბოხების ორგანიზებაში ბრალდებულების ლევან ამირიძისა და კობა ოთანაძის სასამართლო პროცესი ღუდუშაურის კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 
მოსამართლეებმა 13 მაისის ის ბრძანება დაამტკიცეს, რომლითაც ლევან ამირიძესა და კობა ოთანაძეს დაუსწრებლად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ. 
მათი სასამართლო პროცესები ცალ-ცალკე, სხვადასხვა პალატაში გაიმართა. ოთანაძის საქმე მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა, ამირიძის კი ტარიელ ტაბატაძემ განიხილა.
როგორც ამირიძის ადვოკატმა რამინ კვარაცხელიამ განაცხადა, გირაოს 20 ათასი ლარის ოდენობით შეფარდება შესთავაზეს, თუმცა ამ შუამდგომლობის გაზიარება არ მოხდა. 
ოთანაძის ადვოკატმა ონისე მებონიამ განაცხადა, რომ არანაიარი სპეცოპერაცია თიანეთის გზატკეცილზე არ ჩატარებულა. მისი თქმით, ოთანაძემ უთხრა, რომ გია კრიალაშვილთან არ იმყოფებოდა. “მარშრუტკაში” მხოლოდ ოთანაძე და ამირიძე იმყოფებოდნენ, სადაც სოდ-ის თანამშრომლებმა უკვე დაკავებულებს სროლა აუტეხეს.
მებონიას თქმით, ისიც დადასტურდა, რომ იარაღის ამოღება არ მომხდარა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიარაღებულ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია.
ადვოკატებმა პროცესზე ჟურნალისტების დასწრება მოითხოვეს, თუმცა ამ შუამდგომლობის გაზიარება სასამართლოს მხრიდან არ მოხდა. 
ადვოკატების განცხადებით, დაჭრილების მდგომარეობა არის სტაბილური და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჯერ უცნობია, როდემდე დარჩებიან ისინი კლინიკაში.

ავტორი: bimbo null (0) null