კვირა, 19.05.2024, 17:49

მოგესალმები სტუმარო | RSS

მთავარი » ფაილები » News

ლევან ამირიძისა და კობა ოთანაძის სასამართლო პროცესი დასრულდა
24.05.2009, 00:28
მუხროვანის ამბოხების ორგანიზებაში ბრალდებულების ლევან ამირიძისა და კობა ოთანაძის სასამართლო პროცესი ღუდუშაურის კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 
მოსამართლეებმა 13 მაისის ის ბრძანება დაამტკიცეს, რომლითაც ლევან ამირიძესა და კობა ოთანაძეს დაუსწრებლად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ. 
მათი სასამართლო პროცესები ცალ-ცალკე, სხვადასხვა პალატაში გაიმართა. ოთანაძის საქმე მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა, ამირიძის კი ტარიელ ტაბატაძემ განიხილა.
როგორც ამირიძის ადვოკატმა რამინ კვარაცხელიამ განაცხადა, გირაოს 20 ათასი ლარის ოდენობით შეფარდება შესთავაზეს, თუმცა ამ შუამდგომლობის გაზიარება არ მოხდა. 
ოთანაძის ადვოკატმა ონისე მებონიამ განაცხადა, რომ არანაიარი სპეცოპერაცია თიანეთის გზატკეცილზე არ ჩატარებულა. მისი თქმით, ოთანაძემ უთხრა, რომ გია კრიალაშვილთან არ იმყოფებოდა. “მარშრუტკაში” მხოლოდ ოთანაძე და ამირიძე იმყოფებოდნენ, სადაც სოდ-ის თანამშრომლებმა უკვე დაკავებულებს სროლა აუტეხეს.
მებონიას თქმით, ისიც დადასტურდა, რომ იარაღის ამოღება არ მომხდარა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიარაღებულ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია.
ადვოკატებმა პროცესზე ჟურნალისტების დასწრება მოითხოვეს, თუმცა ამ შუამდგომლობის გაზიარება სასამართლოს მხრიდან არ მოხდა. 
ადვოკატების განცხადებით, დაჭრილების მდგომარეობა არის სტაბილური და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჯერ უცნობია, როდემდე დარჩებიან ისინი კლინიკაში.

კატეგორია: News | დაამატა: bimbo
ნანახია: 643 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
s"> .lols { background:#575757 none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#f7f7f7; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .lols:hover { background:#918e8e none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#f7f7f7; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .disable { background:#D82020 none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#FFFFFF; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .disable:hover { background:#E33939 none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#F3F3F3; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .posts { background:#1E90FF none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#FFFFFF; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .posts:hover { background:#00BFFF none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#F3F3F3; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; }
?????? *:
Email:
???? *: