კვირა, 19.05.2024, 16:23

მოგესალმები სტუმარო | RSS

მთავარი » ფაილები » News

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 122
ნაჩვენებია მასალა: 111-120
გვერდები: « 1 2 ... 10 11 12 13 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ჩატვირთვებით · ნახვებით
ხვალ, 14 მაისს, 13 საათზე “ქართული დასისი” ახალ ოფისში (ვაჩნაძის ქ.#7, კოლმეურნეობის მოედანი, ვაჩნაძისა და თაბუკაშვილის ქუჩების კუთხე) “ქართული დასის” ლიდერი, ჯონდი ბაღათურია გამართავს ბრიფინგს თემაზე _ “საკონსტიტუციო ცვლილებების “ქართული დასის” მოდელის პრეზენტაცია”.
ავტორი: bimbo null (0) null
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აკიშბაია რუსეთის გადაწყვეტილებას, ე.წ აფხაზეთის მოქალაქეების პასპორტებში “დაბადების ადგილიდან”, “საქართველოს” ამოშლას კრემლის მიერ ხელოვნურად დაგეგმილ მორიგ პროვოკაციად აფასებს. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე, კონფლიქტურ რეგიონში მიმდინარე პასპორტიზაციის აქტუალობაზე ისაუბრა და დასძინა, რომ აღნიშნული საკითხი განიხილება, როგორც პირველი სერიოზული ნაბიჯი, რომელმაც შესაძლოა ლეგიტიმაცია მისცეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. “რუსეთი მსგავსი ქმედებები მიზანდ ისახავს აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის წარმოჩენას საერთაშორისო არენაზე, ასევე ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანების სამართლებრივი კავშირების გაწყვეტას საქართველოს სხვა მოქალაქეებთან. Eმოსკოვის ამდაგვარი ნაბიჯები, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს და მას უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასებები” – განაცხადა აკიშბაიამ.
ავტორი: bimbo null (0) null
“მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციასთან დიალოგი არ გამოიყენა იმისთვის, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ნორმალიზაციისკენ წაეყვანა. კოსმეტიკური ცვლილებები კი დიქტატურისკენ მიმავალ ქვეყანას არ უშველის. თუ პრეზიდენტი წავა, ჩვენ მას გავაცილებთ სიტყვებით: “თურმე, ქვეყანა მართლა ჰყვარებია,” “პრეზიდენტს სამშობლო საკუთარ სკამზე მეტად ჰვარებია,”_ განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე. მისივე თქმით, ხვალ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ხელისუფლება აუცილებლად შეეცდება რაიმე პროვოკაციის მოწყობას, მაგრამ მიუხედაად ყველაფრისა, შენობის პიკეტირება მაინც მოხდება. “მოხარული ვიქნებით, თუ პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილის ადგილას სოზარ სუბარს დანიშნავს, ჩვენ მიხეილ სააკაშვილის გადადგომამდე ვიბრძოლებთ მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზით. სააკაშვილს გავაგონებთ იმას, რისი გაგონებაც არ უნდა,”_ აღნიშნნა ბურჯანაძემ.
ავტორი: bimbo null (0) null
თბილისის მერიაში სახელისუფლებო გუნდი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე და თბილისის მერი, გიგი უგულავა ესწრებოდნენ. მთავრობის წარმომადგენლებმა ელჩებს ის შეთავაზებები გააცნეს, რაც სახელისუფლებო გუნდის მხრიდან ოპოზიციის მიმართ გაკეთდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ელჩები სრულად არიან ინფორმირებულები იმ საკითხებზე, რომლებიც ხელისუფლებამ ოპოზიციას შესთავაზა. დარჩიაშვილის თქმითვე, დიპლომატები ხელისუფლების ხედვას ოპოზიციისთვის გაკეთებულ წინადადებებზე იზიარებენ. “ელჩებს გვაცანით ოპოზიციისთვის ჩვენ მიერ შეთავაზებული წინადადებათა პაკეტი, მათი მხრიდან გარკვეული შეკითხვები იყო და მათზე ამომწურავი პასუხებიც მიიღეს, გარდა ერთი კითხვისა: თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს აქციები. ეს დამოკიდებულია თვითონ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებზე, როდის გადაწყვეტენ, რომ კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთონ, რომელიც ნორმალური, ცივილიზებული პოლიტიკური პროცესის ნაწილი იქნება და არ ის, რომ საკნები და ქუჩის გადაკეტვები პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენონ, სწორედ მაშინ მოგვეცემა საშუალება, რომ თბილისის ქუჩები გახსნილი ვიხილოთ”, _ აღნიშნა უმრავლესობის წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა. ელჩებმა შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გააკეთეს.
ავტორი: bimbo null (0) null
თბილისის მერიაში სახელისუფლებო გუნდი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე და თბილისის მერი, გიგი უგულავა ესწრებოდნენ. მთავრობის წარმომადგენლებმა ელჩებს ის შეთავაზებები გააცნეს, რაც სახელისუფლებო გუნდის მხრიდან ოპოზიციის მიმართ გაკეთდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ელჩები სრულად არიან ინფორმირებულები იმ საკითხებზე, რომლებიც ხელისუფლებამ ოპოზიციას შესთავაზა. დარჩიაშვილის თქმითვე, დიპლომატები ხელისუფლების ხედვას ოპოზიციისთვის გაკეთებულ წინადადებებზე იზიარებენ. “ელჩებს გვაცანით ოპოზიციისთვის ჩვენ მიერ შეთავაზებული წინადადებათა პაკეტი, მათი მხრიდან გარკვეული შეკითხვები იყო და მათზე ამომწურავი პასუხებიც მიიღეს, გარდა ერთი კითხვისა: თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს აქციები. ეს დამოკიდებულია თვითონ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებზე, როდის გადაწყვეტენ, რომ კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთონ, რომელიც ნორმალური, ცივილიზებული პოლიტიკური პროცესის ნაწილი იქნება და არ ის, რომ საკნები და ქუჩის გადაკეტვები პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენონ, სწორედ მაშინ მოგვეცემა საშუალება, რომ თბილისის ქუჩები გახსნილი ვიხილოთ”, _ აღნიშნა უმრავლესობის წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა. ელჩებმა შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გააკეთეს.
ავტორი: bimbo null (0) null
“დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საზოგადოებას ახალი წინადადებით მიმართა. “საქართველოში დღეს ძალიან ბევრი დიპლომატი და უცხოელი ჟურნალისტი იმყოფება. ყველამ, ვინც იცით უცხო ენა, ხვალ 16:00 საათზე, მიბრძანდით რუსთაველის თეატრთან და პირადად უთხარით საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და უცხოელ ჟურნალისტებს, რისთვის დგახართ აქ. უთხარით, რომ ოპოზიციას ძალით არა მოუყვანიხართ და საკუთარ ინტერესებს იცავთ,” _ განაცხადა ბურჯანაძემ.
ავტორი: bimbo null (0) null
დღეს, საქართველოს პირველი ლედის სანდრა რულოვსის პატრონაჟით, დევნილთა ამბულატორიული მომსახურების ცენტრს, მაღალი ტექნოლოგიის სამედიცინო აპარატი გადაეცა, რომლის საშუალებითაც აფხაზეთიდან დევნილი ექიმები ენდოკრინოლოგიურ პათოლოგიის გამოკვლევას შესძლებენ. აფხაზეთიდან დევნილ მედიკოსებს, სანდრა რულოვსი უახლოეს პერიოდში ასევე ძვირადღირებული აპარატის-გადამწდომის შეძენას დაპირდა. დევნილთა პოლიკლინიკაში დღეს დაგეგმილ შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აკიშბაია და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი დალილა ხორავაც ესწრებოდნენ. აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს პირველი ლედი ყოველთვის ყურადღებით ეცნობა დევნილი მედიკოსების საქმიანობას და მაქსიმალურად ცდილობს სხვადასხვა სახის დახმარების აღმოჩენას. “ჩვენ დიდი ხანია გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა. აპარატი, რომელიც დღეს გადმოგვეცა ძვირადღირებულია და ეხოსკოპიისთვის დიდ დანამატს წარმოადგენს. Eეს კი პირველ რიგში, ხელს შეუწყობს მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას, რაც თავისთავად დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე პოზიტიურად აისახება”- განაცხადა დალილა ხორავამ.
ავტორი: bimbo null (0) null
ტელეკომპანია “იმედის” ეთერით გასული სიუჟეტის გამო, პატიმარი დასაჯეს. მსჯავრდებული რობერტ ხარაიშვილი, რომელიც ტუბერკულოზითაა დაავადებული და მძიმე ავადმყოფია, გლდანის სამედიცინო დაწესებულებიდან ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დააბრუნეს. მსჯავრდებულის ახლობლების განცხადებით, ამ დაწესებულებაში პატიმარს არ მკურნალობენ და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრი” ავრცელებს.მსჯავრდებული ხარაიშვილი ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ეთერით სიუჟეტი გავიდა. სიუჟეტში პატიმრის დედა, მეუღლე და ძმა აღნიშნავდნენ, რომ ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯაბვრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმრებს არათუ მკურნალობენ, არამედ არაადამიანურად ეპყრობიან და ტკივილგამაყუჩებელსაც კი არ აძლევენ.თავად რობერტ ხარაიშვილის თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტროს ადმინისტრაციამ მას ტელეკომპანიის ეთერით გასული სიუჟეტის გამო უსაყვედურა. მისივე ცნობით, ჯანმრთელობა უკიდურესად შეერყა, ვეღარ ლაპარაკობს და სისხლს ანთხევს. ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების პრეტენზიებსა და ბრალდებებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურში კატეგორიულად უარყოფენ, თუმცა ვერ დააკონკრეტეს რატომ გადაიყვანეს მსჯავრდებული რობერტ ხარაიშვილი გლდანის სამედიცინო დაწესებულებიდან ქსნის დაწესებულებაში.
ავტორი: bimbo null (0) null
თბილისის მერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ ხელისუფლების თვითმიზანი 26 მაისს აღლუმისა და სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარება არ არის და თუ ამ ყველაფრისთვის უზრუნველსაყოფი პირობები არ იქნება, აღნიშნული ღონისძიებები არც გაიმართება.“რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნით, 26 მაისი, ვიწრო პარტიულ თავყრილობას უნდა დაემსგავსოს, ეს სამარცხვინო და სამწუხაროა. სრულიად ნათელი ხდება, რომ რადიკალური ოპოზიცია იმისთვის, რომ ძალის ესკალაცია მოხდეს, ხელისუფლების წამოიკიდებას დღითიდღე სულ უფრო მეტად ცდილობს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ხალხს, პოლიტიკაში დამკვიდრება მხოლოდ ამ გზით წარმოუდგენიათ. ჩვენი პასუხი _ სიმშვიდე, მოთმინება, მოთმინება და კიდევ ერთხელ მოთმიებაა. ხელისუფლება ამ პროვოკაციაზე არ წამოეგება. ჩვენი თვითმიზანი აღლუმის ჩატარება არ არის, ბუნებრივია, ჩვენ არ წავალთ ძალის ესკალაციაზე, თუმცა დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ ეს რადიკალური ოპოზიციის მიერ დაშვებული შეცდომა იქნება”, _ განაცხადა უგულავამ და იქვე აღნიშნა, რომ აღლუმის გამართვა პოლიტიკური მოთამაშეების ჯანსაღ ჭკუაზეა დამოკიდებული.
ავტორი: bimbo null (0) null
ოპოზიციის სამოქმედო გეგმა 

რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე კოკა გუნცაძემ საზოგადოებას 26 მაისამდე სამოქმედო გეგმა წარუდგინა. ხვალ, 9:00-13:00 საათამდე “საზოგადოებრივ მაუწყებელის” პიკეტირება მოხდება და ყველა შესასვლელთან დაიდგმება სირცხვილის დერეფანი.16 მაისი _ ნაძალადევის რაიონში, ორ ცენტრალურ ქუჩაზე მოეწყობა მოსახლეობასთან შეხვედრა და ჩატარდება მიტინგი. 17 მაისი _ ისანსა და დიდუბეში საპროტესტო აქციები მოეწყობა.18 მაისი – “რუსთავი 2”-ის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება, მომიტინგეები მსვლელობით გადავლენ მოდულის შენობასთან და მოხდება შენობის პიკეტირება.19 მაისი _ სტუდენტური მიტინგი მოწყობა. 20 მაისი _ მომღერალი “უცნობი” დასავლეთ საქართველოში გაემგზავრება. 21 მაისი _ ქუთაისში ოპოზიციის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.22 მაისი – საპროტესტო აქცია გაიმართება კახეთის რამდენიმე რაიონში. 23 მაისი _ ვარკეთილის რაიონში საპროტესტო აქცია მოწყობა. 25 მაისი _ მომღერალი უცნობი დაიძვრება ჯვრის მონასტრიდან და ფეხით ჩამოვა თბილისამდე. 26 მაისი _ “დყნამოს” სტადიონზე მოეწყობა ოპოზიციის აღლუმი და მსვლელობით წავლენ რუსთვალის გამზირზე. ამ დღეების მანძილმე ყოველ საღამო, 17:00 საათზე პარლამენტის წინ საინფორმაციო მიტინგი გაიმართება.


ავტორი: bimbo null (0) null